Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებმუხლი 6

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 6. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებირეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირებაბირჟაზე რეგისტრაცია და KYCრისკების მართვასმარტ კონტრაქტის დეველოპმენტიდაცვის სტრატეგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718

1.კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია ჩაატაროს ინფორმაციული უსაფრთხოების პირველადი აუდიტი და პერიოდული აუდიტი − ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების შემდეგ დგება აუდიტის დასკვნა, რომლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი სრულდება ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის დასკვნის შედგენით.

2.პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების პირველად აუდიტს უსასყიდლოდ ატარებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. შემდგომ ინფორმაციული უსაფრთხოების პერიოდულ აუდიტს ამ სუბიექტის შერჩევით ატარებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ან ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ორგანიზაცია. ამ პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის ჩატარების მოთხოვნა არ ვრცელდება საგადახდო, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის სისტემებზე, აგრეთვე მონეტარული და სავალუტო ოპერაციებისთვის გამოყენებულ კრიტიკულ სისტემებზე.

3.მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების პირველად აუდიტსა და პერიოდულ აუდიტს ამ სუბიექტის შერჩევით ატარებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ან ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ორგანიზაცია.

4.მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების პირველად აუდიტსა და პერიოდულ აუდიტს ამ სუბიექტის შერჩევით ატარებს ციფრული მმართველობის სააგენტო ან ამ სააგენტოს მიერ ავტორიზებული ორგანიზაცია.

5.თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების პირველად აუდიტსა და პერიოდულ აუდიტს ატარებს კიბერუსაფრთხოების ბიურო. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი ტარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად.

6.ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ორგანიზაციის მიერ ჩატარების შემთხვევაში აღნიშნული აუდიტის დასკვნის 1 ეგზემპლარს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი აუდიტის დასრულებისთანავე, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უგზავნის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7.ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესი და პერიოდულობა პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების მიმართ დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების მიმართ − საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

8.ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის საფასური განისაზღვრება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტსა და ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს ან ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

9.კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის (შემდგომ − პენეტრაციის ტესტი) ჩატარება წინასწარ დაგეგმილი და დოკუმენტირებული ამოცანის მიხედვით. პენეტრაციის ტესტის ჩატარების შემდეგ დგება პენეტრაციის ტესტის დასკვნა, რომლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა. პენეტრაციის ტესტი სრულდება პენეტრაციის ტესტის დასკვნის შედგენით.

10.პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის (გარდა საგადახდო, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის სისტემებისა, აგრეთვე მონეტარული და სავალუტო ოპერაციებისთვის გამოყენებული კრიტიკული სისტემებისა) სუბიექტის პენეტრაციის ტესტს ატარებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის პენეტრაციის ტესტს − კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შერჩევით − ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ან ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ორგანიზაცია, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის პენეტრაციის ტესტს − კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შერჩევით − ციფრული მმართველობის სააგენტო ან ამ სააგენტოს მიერ ავტორიზებული ორგანიზაცია, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის პენეტრაციის ტესტს − კიბერუსაფრთხოების ბიურო.

11.ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ორგანიზაციის მიერ პენეტრაციის ტესტის მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტში ჩატარების შემთხვევაში პენეტრაციის ტესტის დასკვნის 1 ეგზემპლარს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ამ ტესტის დასრულებისთანავე უგზავნის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, ხოლო ასეთი ორგანიზაციის მიერ პენეტრაციის ტესტის მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტში ჩატარების შემთხვევაში პენეტრაციის ტესტის დასკვნის 1 ეგზემპლარს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ამ ტესტის დასრულებისთანავე უგზავნის ციფრული მმართველობის სააგენტოს, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12.პენეტრაციის ტესტის ჩატარების წესი და პერიოდულობა პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების მიმართ დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

13.ციფრული მმართველობის სააგენტოს ან ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ორგანიზაციის (მათ შორის, ამ კანონის 6 1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული ორგანიზაციის) მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან პენეტრაციის ტესტის მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტ კომერციულ ბანკში ჩატარების შემთხვევაში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან პენეტრაციის ტესტის დასკვნის 1 ეგზემპლარს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკი ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან პენეტრაციის ტესტის დასრულებისთანავე უგზავნის ეროვნულ ბანკს.

14.თუ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან პენეტრაციის ტესტის ჩატარების შედეგად აღმოჩენილ იქნა ინფორმაციული სისტემის სისუსტეები, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ატარებს ამ შეუსაბამობის/სისუსტეების ანალიზს და აღნიშნული შეუსაბამობის/სისუსტეების აღმოსაფხვრელად განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას. ეს სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს მისი შესრულების გრაფიკს. აღნიშნულ სამოქმედო გეგმას ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან პენეტრაციის ტესტის დასრულებიდან 1 თვის ვადაში პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტები შესათანხმებლად წარუდგენენ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები, გარდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − ციფრული მმართველობის სააგენტოს, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები − კიბერუსაფრთხოების ბიუროს. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ციფრული მმართველობის სააგენტო და კიბერუსაფრთხოების ბიურო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ წარდგენილი სამოქმედო გეგმის შეფასებას, შესაბამისი რეკომენდაციების ან/და შესასრულებლად სავალდებულო მითითებების შემუშავებას და შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს.

15.ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან პენეტრაციის ტესტის ჩატარებისას ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელი არ მიუწვდებათ იმ ინფორმაციაზე, რომელიც სცილდება ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან პენეტრაციის ტესტის ჩატარების მიზნებს.

16.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის (მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის) ჩატარების უფლებამოსილება, მისი საქმიანობის ორგანიზება და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

17.მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკი ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას და მისი შესრულების გრაფიკს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან პენეტრაციის ტესტის დასრულებიდან 1 თვის ვადაში შესათანხმებლად წარუდგენს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს მისთვის წარდგენილი სამოქმედო გეგმის შეფასებას, შესაბამისი რეკომენდაციების ან/და შესასრულებლად სავალდებულო მითითებების შემუშავებას და შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს.

18.ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი ან პენეტრაციის ტესტი ტარდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერთან ან/და კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021

    მე-6 მუხლის პირველი-მე-6 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: აუდიტი (პირველადი და პერიოდული) სუბიექტის ვალდებულებაა, ხოლო მის ჩამტარებელს კატეგორიების მიხედვით განსაზღვრავს კანონი; დაემატა დასკვნის გაგზავნისა და პენეტრაციის ტესტის წესები.

  2. 10 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020

    მე-6 მუხლში აუდიტის, პენეტრაციის ტესტის, ნორმატიული აქტისა და გრაფიკის წარდგენის ადრესატი ახლა ციფრული მმართველობის სააგენტოა; დაზუსტდა აუდიტის განმარტება, ხელშეკრულების საფუძველი და მე-4 პუნქტიდან ავტორიზაციის საფასურის მითითება აღარ არის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 6¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ოპერაციული რისკის კონსულტირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რისკის შეფასება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხლი 284)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • Google მიმოხილვების მართვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 2 ცვლილება · ბოლო 15 ივნ. 2021
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10¹⁰მუხლი 10⁶მუხლი 10⁹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 6¹ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის
  • 4ინფორმაციული უსაფრთხოების წესები
  • 9¹საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 22შიდა აუდიტორული შემოწმება
  • 25შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან
  • 19შიდა აუდიტორის უფლებები და მოვალეობები

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 11ინფორმაციული უსაფრთხოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 51სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 15აუდიტის ჩატარების წესი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 29შესაბამისობის კონტროლის სისტემა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 17კონტროლი (შემოწმება)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2225196¹10¹⁰10⁶10⁹49¹1115172951436
მითითებამნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…სახელმწიფო შიდა ფინანს…ეროვნული უსაფრთხოების …პერსონალურ მონაცემთა დ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026