1.ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს უმაღლესი განათლება.
2.გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 600 კვტ ან მეტია, კანდიდატს, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, მოეთხოვება ელექტროინჟინრად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.
3.კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით, გემზე, რომლის წევის ელექტროძრავას საერთო სიმძლავრე 3000 კვტ-ზე ნაკლებია.
4.კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით, თევზსაჭერ გემზე, რომელსაც არ აქვს წევის ელექტროძრავა და რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე (თევზის მოპოვების, გადამუშავებისა და საზღვაო რეწვის დანიშნულების ელექტრომოწყობილობათა სიმძლავრის გარეშე) არანაკლებ 5000 კვტ-ია.
5.კანდიდატს ნებისმიერ გემზე შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, მეორე თანრიგის ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს უმაღლესი განათლება.2. გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 600 კვტ ან მეტია, კანდიდატს, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, მოეთხოვება ელექტროინჟინრად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.3. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით, გემზე, რომლის წევის ელექტროძრავას საერთო სიმძლავრე 3000 კვტ-ზე ნაკლებია.4. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით, თევზსაჭერ გემზე, რომელსაც არ აქვს წევის ელექტროძრავა და რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე (თევზის მოპოვების, გადამუშავებისა და საზღვაო რეწვის დანიშნულების ელექტრომოწყობილობათა სიმძლავრის გარეშე) არანაკლებ 5000 კვტ-ია.5. კანდიდატს ნებისმიერ გემზე შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, მეორე თანრიგის ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 9 ოქტ. 2018ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.