1.სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2.ზედმეტად დარიცხული სოციალური პაკეტის დაბრუნება შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით დანიშნული სოციალური პაკეტის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია ბენეფიციარის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.

