Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებმუხლი 8

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 8. ეროვნული კინოცენტრის სამართლებრივი სტატუსი და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სპონსორობაკინო და ტელევიზია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ეროვნული კინოცენტრი არის ამ კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო) შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს.

2.დასახული მიზნებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონითა და საკუთარი დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა. საკუთარი მიზნების მისაღწევად ეროვნული კინოცენტრი აგრეთვე უფლებამოსილია გასწიოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობაც.

3.ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან შესაბამისი მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრ ულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4.ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).

5.ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული კინოცენტრის დებულების შესაბამისად.

6.ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) კინოს დარგში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბ) ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამების შექმნასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში სათანადო წინადადებების მომზადება და წარდგენა კინემატოგრაფიისათვის გამოსაყოფი ასიგნებების ნაწილში; დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კინემატოგრაფიისათვის გამოყოფილი სახსრების განაწილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საკონკურსო წესით; ე) კინოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კინოქსელისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია; ვ) ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბანკის შექმნა; ზ) საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა; თ) კინოგანათლებისა და კინომეცნიერების განვითარება, შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადებისათვის ხელის შეწყობა; ი) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა, კინოორგანიზაციათა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება; კ) კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობა, მონაწილეობა კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; ლ) ფილმის ავტორთა უფლებების დაცვისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა; მ) ეროვნული ფილმის დებულების შემუშავება და დამტკიცება.

7.ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა, კომპეტენცია, მართვის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი, სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები, საფინანსო საქმიანობის საფუძვლები და ქონების ფორმირების წესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №967 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.54 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4550 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1624 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3047 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6914 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №379 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3866 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №99 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. თავი III კინოს სახელმწიფო დაფინანსება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024

    პირველ და მე-4 პუნქტებში „კულტურისა და სპორტის“ შეიცვალა „კულტურის“-ით: კინოცენტრი კულტურის სამინისტროსთან არის შექმნილი, ხოლო დირექტორს 3 წლის ვადით კულტურის მინისტრი ნიშნავს.

  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  3. 18 მარ. 2021
  4. 28 ივლ. 2020
  5. 11 ივლ. 2018
  6. 14 დეკ. 2017
  7. 8 დეკ. 2015
  8. 19 იან. 2005
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფილმის პროდუქციის კონტრაქტები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფილმის პროდუქციის კონტრაქტებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 დეკ. 2024 · №10

  • 8 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2024
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 7კინოს სფეროში მოქმედი და მისი მხარდამჭერი სახელმწიფო დაწესებულება
  • 16ეროვნული კინოცენტრის ჩამოყალიბება
  • 9კინოს სახელმწიფო დაფინანსების წესი და პირობები

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 4ცენტრის სამართლებრივი სტატუსი

კულტურის შესახებ

  • 29კულტურისა და კულტურული მოღვაწეობის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

პროფესიული თეატრების შესახებ

  • 10პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სტრუქტურა და მართვა
  • 15გარდამავალი დებულებანი
  • 2კანონის მიზანი და ამოცანები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 99აკრედიტაციის ცენტრი

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

  • 8

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8⁴საქართველოს კულტურის სამინისტროს კომპეტენცია სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების სფეროში

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 6საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
716968298⁴499101528
მნიშვნელობით ახლოსეროვნული კინემატოგრაფი…განათლების ხარისხის გა…კულტურის შესახებპროფესიული თეატრების შ…პროდუქტის უსაფრთხოების…ეროვნული საარქივო ფონდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026