იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 16. პროგრამის კრედიტორთა წინაშე ემიტენტის / მოვალის ვალდებულებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.ემიტენტი ვალდებულია შეასრულოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებები , მიუხედავად იმისა , სრულდება თუ არა უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე , ემიტენტის წინაშე არსებული მესამე პირთა ვალდებულებები .

2.იპოთეკური ობლიგაციების ძირითადი თანხებისა და პროცენტების დაფარვა ( მათ შორის , ვადამდელი დაფარვა ) უნდა განხორციელდეს იპოთეკური ობლიგაციების ემისიის პირობების შესაბამისად .

3.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს არ აქვთ უფლება , მოითხოვონ იპოთეკური ობლიგაციიდან / რეგისტრირებული დერივატივიდან გამომდინარე ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება იმ საფუძვლით , რომ ემიტენტის მიმართ შემოღებულ იქნა რეზოლუციის რეჟიმი , იგი გახდა გადახდისუუნარო ან / და მის მიმართ დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი . ამ ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება პროგრამის კრედიტორებმა შეიძლება მოითხოვონ მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში : ა ) ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებას ითვალისწინებს იპოთეკური ობლიგაციების ემისიის / რეგისტრირებული დერივატივის პირობები და იგი იპოთეკური ობლიგაციიდან / რეგისტრირებული დერივატივიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობასთან ან პროგრამის გადახდისუუნარობის რომელიმე საფუძვლის წარმოშობასთან არის დაკავშირებული ; ბ ) საქართველოს ეროვნულ ბანკს დამტკიცებული აქვს პროგრამის კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ .

4.ეს მუხლი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების პროგრამის კრედიტორის წინაშე არსებულ მოვალის ვალდებულებაზე .

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38¹29430130837¹⁴55⁷3 (და…8 (და…520317231116
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს სამოქალაქო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…რეაბილიტაციისა და კრედ…საბარათე ინსტრუმენტის …საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა