იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 14. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის დანიშვნა და გათავისუფლება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თითოეულ ემიტენტს უნდა ჰყავდეს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი , რომელიც განახორციელებს უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების მონიტორინგს . უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველმა შეიძლება მონიტორინგი გაუწიოს ერთდროულად ემიტენტის რამდენიმე უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებას .

2.უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი უნდა იყოს იურიდიული პირი , რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები .

3.უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს ნიშნავს და ათავისუფლებს ემიტენტი საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით . ემიტენტი უფლებამოსილია უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი განსაზღვრული ვადით დანიშნოს . ამ კანონის მე -18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შემთხვევაში განცალკევების გაუქმებამდე ჩერდება უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის უფლებამოსილება . უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი ვალდებულია პროგრამის ადმინისტრატორს მიაწოდოს უზრუნველყოფის აქტივების სამართავად საჭირო ყველა მონაცემი / ინფორმაცია .

4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ემიტენტს მოსთხოვოს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის გათავისუფლება .

5.უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი საკუთარი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში პასუხს აგებს ემიტენტისთვის ან / და პროგრამის კრედიტორთათვის მიყენებული ზიანისთვის მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში . ემიტენტის წინაშე უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფარგლები შეიძლება გაფართოვდეს მათ შორის დადებული შეთანხმებით .

6.ეს მუხლი და ამ კანონის მე -15 მუხლი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის მოვალესა და მის უზრუნველყოფის აქტივებზე . ამ შემთხვევაში მოვალეს უფლება აქვს , უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველად ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული პირის ნაცვლად თავად რეფინანსირების ბანკი დანიშნოს .

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2738¹52²52⁴52⁵427879151820195314
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…საგადახდო სისტემისა და…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა