ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 45⁴. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად მიიჩნევა ამ კანონის 45 3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირის მიერ ამ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულმა პირმა მესამე პირს ინსაიდერული ინფორმაცია ჩვეულებრივი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში გაუმჟღავნა.

2.ამ კანონის 45 3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციასთან ან დაყოლიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემდგომი გამჟღავნება ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად მიიჩნევა, თუ ამ ინფორმაციის გამამჟღავნებელმა პირმა მისი გამჟღავნებისას იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ რეკომენდაცია ან დაყოლიება ინსაიდერულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განმარტოს ამ მუხლის მოთხოვნები და განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები, აგრეთვე ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელ პირს დამატებითი ვალდებულებები დაუდგინოს. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად მიიჩნევა ამ კანონის 45 3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირის მიერ ამ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულმა პირმა მესამე პირს ინსაიდერული ინფორმაცია ჩვეულებრივი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში გაუმჟღავნა. 2. ამ კანონის 45 3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციასთან ან დაყოლიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემდგომი გამჟღავნება ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებად მიიჩნევა, თუ ამ ინფორმაციის გამამჟღავნებელმა პირმა მისი გამჟღავნებისას იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ რეკომენდაცია ან დაყოლიება ინსაიდერულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განმარტოს ამ მუხლის მოთხოვნები და განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები, აგრეთვე ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელ პირს დამატებითი ვალდებულებები დაუდგინოს. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 იან. 1999 – 28 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40²2845³45⁵45⁶4520726134¹10¹⁷282245⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…ფულის გათეთრებისა და ტ…სურსათის/ცხოველის საკვ…პაციენტის უფლებების შე…საქართველოს შრომის კოდ…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა