ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 45³. ინსაიდერული ვაჭრობა

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინსაიდერული ვაჭრობა არის ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირის მიერ ამ ინფორმაციის გამოყენებით თავის ან მესამე პირის სასარგებლოდ, პირდაპირ ან არაპირდაპირ იმ ფასიანი ქაღალდების შეძენა ან განკარგვა, რომლებსაც ინსაიდერული ინფორმაცია ეხება. ინსაიდერულ ვაჭრობად მიიჩნევა აგრეთვე ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალების გაუქმება ან შეცვლა, თუ ინსაიდერული ინფორმაცია აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ეხება და სავაჭრო დავალება პირმა ამ ინფორმაციის ფლობამდე გასცა.

2.ქმედება მესამე პირისთვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემად ან მესამე პირის ინსაიდერულ ვაჭრობაზე დაყოლიებად მიიჩნევა, თუ ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირი: ა) ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მესამე პირს აძლევს რეკომენდაციას ან მესამე პირს იყოლიებს,  რათა  მან  შეიძინოს  ან  განკარგოს ის ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც ინსაიდერული ინფორმაცია ეხება; ბ) ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მესამე პირს აძლევს რეკომენდაციას ან მესამე პირს იყოლიებს, რათა მან გააუქმოს ან შეცვალოს ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალება, თუ ინსაიდერული ინფორმაცია აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ეხება.

3.მესამე პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის ან დაყოლიების საფუძველზე განხორციელებული ქმედება ინსაიდერულ ვაჭრობად მიიჩნევა, თუ მესამე პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ რეკომენდაცია ან დაყოლიება ინსაიდერულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

4.ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) პირი ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრია; ბ) პირი ემიტენტის კაპიტალში აქციებს ან წილს ფლობს; გ) პირს ინსაიდერულ ინფორმაციაზე ხელი მისი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში მიუწვდება; დ) პირმა ინსაიდერული ინფორმაცია დანაშაულებრივი გზით მოიპოვა.

5.ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ პირზე, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისგან განსხვავებულ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა პირმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ იგი ინსაიდერულ ინფორმაციას ფლობს.

6.იურიდიული პირის შემთხვევაში ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ფიზიკურ პირზე, რომელიც მონაწილეობს იურიდიული პირის სახელით ფასიანი ქაღალდების შეძენის ან განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალების გაუქმების ან შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

7.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ის ქმედებები, რომლებიც ინსაიდერულ ვაჭრობად არ მიიჩნევა. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინსაიდერული ვაჭრობა არის ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირის მიერ ამ ინფორმაციის გამოყენებით თავის ან მესამე პირის სასარგებლოდ, პირდაპირ ან არაპირდაპირ იმ ფასიანი ქაღალდების შეძენა ან განკარგვა, რომლებსაც ინსაიდერული ინფორმაცია ეხება. ინსაიდერულ ვაჭრობად მიიჩნევა აგრეთვე ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალების გაუქმება ან შეცვლა, თუ ინსაიდერული ინფორმაცია აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ეხება და სავაჭრო დავალება პირმა ამ ინფორმაციის ფლობამდე გასცა. 2. ქმედება მესამე პირისთვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემად ან მესამე პირის ინსაიდერულ ვაჭრობაზე დაყოლიებად მიიჩნევა, თუ ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირი: ა) ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მესამე პირს აძლევს რეკომენდაციას ან მესამე პირს იყოლიებს,  რათა  მან  შეიძინოს  ან  განკარგოს ის ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც ინსაიდერული ინფორმაცია ეხება; ბ) ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მესამე პირს აძლევს რეკომენდაციას ან მესამე პირს იყოლიებს, რათა მან გააუქმოს ან შეცვალოს ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალება, თუ ინსაიდერული ინფორმაცია აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ეხება. 3. მესამე პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის ან დაყოლიების საფუძველზე განხორციელებული ქმედება ინსაიდერულ ვაჭრობად მიიჩნევა, თუ მესამე პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ რეკომენდაცია ან დაყოლიება ინსაიდერულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. 4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) პირი ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრია; ბ) პირი ემიტენტის კაპიტალში აქციებს ან წილს ფლობს; გ) პირს ინსაიდერულ ინფორმაციაზე ხელი მისი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში მიუწვდება; დ) პირმა ინსაიდერული ინფორმაცია დანაშაულებრივი გზით მოიპოვა. 5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ პირზე, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისგან განსხვავებულ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა პირმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ იგი ინსაიდერულ ინფორმაციას ფლობს. 6. იურიდიული პირის შემთხვევაში ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ფიზიკურ პირზე, რომელიც მონაწილეობს იურიდიული პირის სახელით ფასიანი ქაღალდების შეძენის ან განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალების გაუქმების ან შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. 7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ის ქმედებები, რომლებიც ინსაიდერულ ვაჭრობად არ მიიჩნევა. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 იან. 1999 – 28 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46¹45⁴45²45363²⁸119251122²208264545³
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს სამოქალაქო…რეკლამის შესახებმომხმარებლის უფლებების…საქართველოს სამოქალაქო…ჩეკის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა