Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 45⁵

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 45⁵. ინსაიდერული  ინფორმაციის  საჯაროდ  გამჟღავნებასთან  დაკავშირებული მოთხოვნები

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ფინანსური სისტემის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ საჯაროდ გაამჟღავნოს მასთან დაკავშირებული ინსაიდერული ინფორმაცია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკუთარი წესის შესაბამისად დაადგინოს აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნების ფორმები, საშუალებები და ვადები.

2.ემიტენტს უფლება აქვს, საკუთარი პასუხისმგებლობით დააყოვნოს ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება, თუ სრულდება შემდეგი 3 პირობა: ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ საჯაროდ გამჟღავნებამ შეიძლება ემიტენტის ლეგიტიმური ინტერესები დააზიანოს, მისი საჯაროდ გამჟღავნების დაყოვნება საზოგადოებას შეცდომაში არ შეიყვანს და ემიტენტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება განსაზღვროს დამატებითი შემთხვევები, როდესაც ემიტენტს უფლება აქვს, დააყოვნოს ინსაიდერული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება, აგრეთვე პირობები, რომლებიც ემიტენტმა მისი საჯაროდ გამჟღავნების დაყოვნებისას უნდა დაიცვას.

3.ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა ის ინსაიდერული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნების ვალდებულებაც მას ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აკისრია, საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

4.ემიტენტი ან/და მისი სახელით/მისი ინტერესებისთვის მოქმედი პირი, რომელიც მესამე პირს ინსაიდერულ ინფორმაციას ამ კანონის 45 4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩვეულებრივი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში გაუმჟღავნებს, ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია სრულად საჯარო გახადოს. განზრახ გამჟღავნებისას ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს თანადროულად, არაგანზრახ გამჟღავნებისას კი − დაუყოვნებლივ. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ინსაიდერული ინფორმაციის იმ პირისთვის გამჟღავნებაზე, რომელიც კანონმდებლობის, წესდების ან ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

5.ემიტენტის მმართველობითი ფუნქციის მქონე პირი, აგრეთვე პირი, რომელიც, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, მასთან არის დაკავშირებული, ვალდებული არიან ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შეატყობინონ მათ მიერ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ემიტენტის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით გარიგების დადების შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების წესს, აგრეთვე შესაბამის გამონაკლის შემთხვევებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

6.ამ თავის მიზნებისთვის ემიტენტის მმართველობითი ფუნქციის მქონე პირი არის: ა) ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრი; ბ) ემიტენტის მმართველობითი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არ არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრი, რომელსაც რეგულარულად მიუწვდება ხელი ემიტენტთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ ინსაიდერულ ინფორმაციაზე და რომელიც უფლებამოსილია მიიღოს ისეთი მმართველობითი გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლებელია ემიტენტის განვითარებასა და მისი ბიზნესის პერსპექტივაზე გავლენა მოახდინოს.

7.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ემიტენტს ან/და მისი სახელით/მისი ინტერესებისთვის მოქმედ პირებს დაუდგინოს ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირების შესახებ ჩანაწერის წარმოების წესი. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

წინა მუხლი 45⁴შემდეგი მუხლი 45⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინსაიდერული ინფორმაციის უკანონო გამოყენება (მუხლი 202)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №50

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 45⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 45⁴ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება
  • 45ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა და ბაზრის მანიპულაცია. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება
  • 45⁶საინვესტიციო რეკომენდაციებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების წესი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 151კონფიდენციალურობის დაცვა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 34¹ინციდენტების შეტყობინება
  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება
  • 43ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 31ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 20პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 11იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის მოპოვება ; პროგრამის კრედიტორთათვის ინფორმაციის მიწოდება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 21დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება

პოლიციის შესახებ

  • 15პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45⁴4545⁶312034¹164315211511145⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…ენერგეტიკისა და წყალმო…საგადახდო სისტემისა და…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს ეროვნული ბ…იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026