Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 91⁷

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 91⁷. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ

რედაქცია №130 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:გამარტივებული წარმოება ფულადი მოთხოვნების გადახდევინებისთვისსააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ.

2.გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რესპონდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეიცავდეს: ა) რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის დასახელებას; გ) პროტესტის შემთხვევაში – მოთხოვნის სრულ უარყოფას (თუ რესპონდენტის წინააღმდეგ მიმართულია რამდენიმე აპლიკანტის მოთხოვნა − აღნიშვნას იმის შესახებ, თუ რომელ მოთხოვნას უარყოფს რესპონდენტი); მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითებას მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ; მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობს რესპონდენტი; დ) რესპონდენტის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერას.

4.აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.

5.დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

6.აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე: ა) თუ რესპონდენტი წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი დაფარავს დავალიანების ნაწილს – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით.

7.დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება ეცნობება აპლიკანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

8.დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება შემდგომ გამორიცხავს გამარტივებულ წარმოებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

9.აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე არ ართმევს აპლიკანტს უფლებას, რესპონდენტის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი სასამართლოში საერთო წესით.

10.გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

წინა მუხლი 91⁶შემდეგი მუხლი 91⁸

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააღსრულებო ფურცლის წარდგენა და წარმოების დაწყება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მოთხოვნასერვისის გვერდი
  • მორიგების შეთავაზება და პირობების დამტკიცება გამარტივებულ წარმოებაშისერვისის გვერდი
  • პროტესტის წარდგენა მოთხოვნის წინააღმდეგსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №130

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91⁸განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ
  • 91¹¹გამარტივებული წარმოების საფასური
  • 91⁴განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 91დისციპლინური წარმოება
  • 88დისციპლინური წარმოების დაწყება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 12განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8²განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 7შეტყობინება ლიცენზიის / ნებართვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 20შესწავლის დაწყების საფუძველი და განხორციელება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 32სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები

მეწარმეთა შესახებ

  • 82სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ კრედიტორებისთვის შეტყობინების ვალდებულება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363⁵⁶სარჩელის წარმოებაში მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91⁸91¹¹91⁴363⁵⁶8²791882082321291⁷
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საჯარო სამსახურის შესა…მიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…საქართველოს აღმასრულებ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026