საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 35. მოძრაობა ავტომაგისტრალზე

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ავტომაგისტრალზე აკრძალულია: ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია; ბ) მეორე ზოლს იქით იმ სატვირთო ავტომობილის მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება; გ) გაჩერება 5.15, 6.11 ნიშნებით აღნიშნული სპეციალური სადგომი მოედნების გარეთ; დ) მობრუნება და შესვლა გამყოფი ზოლის ტექნოლოგიურ წყვეტილებში; ე) უკუსვლით მოძრაობა; ვ) სასწავლო სვლა.

2.სავალ ნაწილზე იძულებით გაჩერებისას მძღოლი ხელმძღვანელობს ამ კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და იღებს ზომებს, რათა სატრანსპორტო საშუალება გაიყვანოს ამისათვის განკუთვნილ ზოლზე (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი ხაზის მარჯვნივ).

3.ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზებზეც.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ავტომაგისტრალზე აკრძალულია: ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია; ბ) მეორე ზოლს იქით იმ სატვირთო ავტომობილის მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება; გ) გაჩერება 5.15, 6.11 ნიშნებით აღნიშნული სპეციალური სადგომი მოედნების გარეთ; დ) მობრუნება და შესვლა გამყოფი ზოლის ტექნოლოგიურ წყვეტილებში; ე) უკუსვლით მოძრაობა; ვ) სასწავლო სვლა. 2. სავალ ნაწილზე იძულებით გაჩერებისას მძღოლი ხელმძღვანელობს ამ კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და იღებს ზომებს, რათა სატრანსპორტო საშუალება გაიყვანოს ამისათვის განკუთვნილ ზოლზე (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი ხაზის მარჯვნივ). 3. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზებზეც.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2622191¹125129¹16221038374418 (დ…91435
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო გზების შე…ადგილობრივი მნიშვნელობ…საქართველოს ადმინისტრა…ტერიტორიების გამოყენებ…