ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

მუხლი 4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტისალომე ბეჟაშვილი

1.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.).

2.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა .

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №2/1/49921.09.2011განჩინება(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე გვანცა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 84

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის აქვს მოსარჩელეს კრების ოქმის ბათილად ცნობის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი?

    დავა შეეხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობას, რომელთა საფუძველზე სხვენის ფართები წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში გადავიდა და შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდა. უზენაესმა სასამართლომ შეაფასა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს ოქმების ბათილად ცნობის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სადავო ფართებს ინდივიდუალურად არ ფლობდა, საერთო ქონების დაცვის მოთხოვნა კი ამხანაგობის სახელით უფლებამოსილ პირს უნდა წარედგინა; მეორე ოქმთან დაკავშირებითაც მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მისაღწევი სამართლებრივი შედეგი. სასამართლომ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივრები, გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და სსსკ 411-ე მუხლით ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა გადაწყვეტილებაა საჭირო ამხანაგობის წევრისაგან იმ სამეურნეო სათავსის გამოსათხოვად, რომელსაც იგი კანონის ამოქმედებამდე ფლობდა?

    ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ მოითხოვა შპს „კ.-ის“ მფლობელობიდან არასაცხოვრებელი ფართის გამოთხოვა. დავა შეეხებოდა ამხანაგობის წევრის მიერ საერთო ქონების ფლობის მართლზომიერებას და თავმჯდომარის უფლებამოსილებას, კრების გადაწყვეტილების გარეშე მოეთხოვა ქონების გამოთხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კანონით განსაზღვრულ თარიღამდე არსებული მფლობელობის შემთხვევაში საკითხს ამხანაგობის წევრთა კრება წყვეტს, ხოლო თავმჯდომარის მოთხოვნას შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა ედოს საფუძვლად. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დატოვა, თუმცა მისი სამართლებრივი დასაბუთება შეცვალა.

  • №ას-1092-20182019-11-2943
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის არსებობს აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი?

    დავა ეხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმისა და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი არ არსებობს, როდესაც დარღვეული უფლების რეალური დაცვა შესაბამისი მიკუთვნებითი მოთხოვნით არის შესაძლებელი. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა ორივე ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და სარჩელი განუხილველად დატოვა. ასევე გაუქმდა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის აქვს მოსარჩელეს კრების ოქმის ბათილად ცნობის მიმართ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი?

    მოსარჩელე ითხოვდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობას, სხვენის ფართებზე თანამესაკუთრედ აღიარებას და ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებით სარჩელს უნდა ახლდეს სასამართლოს მიერ აღიარების საჭიროება და კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა. სასამართლომ გაიზიარა დასკვნა მოსარჩელის კრებებზე მოუწვევლობის შესახებ, თუმცა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა დადგენილი სადავო ფართების ფლობის ფაქტი და საქმეში ამხანაგობის ყველა წევრი არ მონაწილეობდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    უნდა შეამოწმოს თუ არა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობა?

    მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რათა მოვალის ქონებაზე აღსრულება მიექცია. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისთვის აუცილებელია ნამდვილი იურიდიული ინტერესი და სასამართლომ ეს წინაპირობა საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ასეთი ინტერესი ვერ დაასაბუთა, რადგან მის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა მიღებული ჰქონდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქვედა ინსტანციების აქტები გაუქმდა და სარჩელი სსსკ 411-ის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით განუხილველად დარჩა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა უფლებამოსილება სჭირდება ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის სახელით სარჩელის აღსაძრავად?

    ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ითხოვდა კრების სამი ოქმის ბათილად ცნობას, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეთა სახელზე ფართები დარეგისტრირდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თავმჯდომარეს ამხანაგობის სახელით სარჩელის აღძვრის სათანადო უფლებამოსილება არ ჰქონდა და აღიარებითი მოთხოვნა ვერ უზრუნველყოფდა მითითებული უფლების აღდგენას. სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, გააუქმა ორივე ქვედა ინსტანციის აქტი და ამხანაგობის სარჩელი განუხილველად დატოვა. ასევე გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 3 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ნოე. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
163051921208146417335517167 (და…3 (და…4
მითითებამნიშვნელობით ახლოსბინათმესაკუთრეთა ამხან…სახელმწიფო საკუთრებაში…სანოტარო მოქმედებათა შ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…,,პროექტის შემთანხმებე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა