Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 3

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ხელშეკრულებათა სამართალიჰუმანიტარული სამართალიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ad hoc გადაწყვეტილება – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; ბ) ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ნაცვალგების პირობებით სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების თაობაზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; გ) ინდივიდუალური შეთანხმება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცალკეული სახეების დეტალებს; დ) სპონტანური თანამშრომლობა – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმა, რომელიც ხორციელდება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ინიციატივით, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მოთხოვნის გარეშე; ე) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოვლინებული პირი; ვ) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქართველოში აკრედიტებული თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოვლინებული პირი; ვ 1 ) უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი; ზ) მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმი – ორგანიზაციული ხასიათის შეხვედრა, რომელიც რეგულარულად ან საჭიროებისამებრ იმართება საქართველოში ან საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყანაში მეკავშირე ოფიცრებთან ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებთან, დანაშაულთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად; თ) modus operandi – დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ან დამნაშავის მოქმედების ან საქმიანობის მეთოდი და კრიმინალური ჩვევა, რომლებიც ამ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფისათვის ან დამნაშავისათვის არის დამახასიათებელი; ი) ძებნისადმი დაქვემდებარებული პირები – დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, მსჯავრდებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები, აგრეთვე სხვები, ვინც იძებნება საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ და ვისი ადგილმდებარეობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურა; კ) ოპერატიული მუშაკი – საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელიც საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობით უფლებამოსილია იმოქმედოს კონსპირაციულად ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის შეგროვების ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ლ) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე – მოწმე, დაზარალებული, ბრალდებული, ექსპერტი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; მ) სხვა პირი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ახლო ნათესავი, მასთან დაკავშირებული პირი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სხვა პირი, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; ნ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3804 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №775 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ad hoc გადაწყვეტილება – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; ბ) ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ნაცვალგების პირობებით სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების თაობაზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; გ) ინდივიდუალური შეთანხმება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცალკეული სახეების დეტალებს; დ) სპონტანური თანამშრომლობა – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმა, რომელიც ხორციელდება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ინიციატივით, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მოთხოვნის გარეშე; ე) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოვლინებული პირი; ვ) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქართველოში აკრედიტებული თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოვლინებული პირი; ვ 1 ) უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი; ზ) მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმი – ორგანიზაციული ხასიათის შეხვედრა, რომელიც რეგულარულად ან საჭიროებისამებრ იმართება საქართველოში ან საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყანაში მეკავშირე ოფიცრებთან ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებთან, დანაშაულთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად; თ) modus operandi – დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ან დამნაშავის მოქმედების ან საქმიანობის მეთოდი და კრიმინალური ჩვევა, რომლებიც ამ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფისათვის ან დამნაშავისათვის არის დამახასიათებელი; ი) ძებნისადმი დაქვემდებარებული პირები – დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, მსჯავრდებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები, აგრეთვე სხვები, ვინც იძებნება საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ და ვისი ადგილმდებარეობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურა; კ) ოპერატიული მუშაკი – საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელიც საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობით უფლებამოსილია იმოქმედოს კონსპირაციულად ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის შეგროვების ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ლ) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე – მოწმე, დაზარალებული, ბრალდებული, ექსპერტი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; მ) სხვა პირი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ახლო ნათესავი, მასთან დაკავშირებული პირი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სხვა პირი, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; ნ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3804 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №775 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.
რედაქციების შედარება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ad hoc გადაწყვეტილება – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; ბ) ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ნაცვალგების პირობებით სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების თაობაზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; გ) ინდივიდუალური შეთანხმება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცალკეული სახეების დეტალებს; დ) სპონტანური თანამშრომლობა – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმა, რომელიც ხორციელდება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ინიციატივით, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მოთხოვნის გარეშე; ე) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოვლინებულიმივლინებული პირი; ვ) პოლიციისპოლიციის/უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქართველოში აკრედიტებული თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოვლინებული პირი; ვ 1 ) უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი; ზ) მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმი – ორგანიზაციული ხასიათის შეხვედრა, რომელიც რეგულარულად ან საჭიროებისამებრ იმართება საქართველოში ან საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყანაში მეკავშირე ოფიცრებთან ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებთან, დანაშაულთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად; თ) modus operandi – დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ან დამნაშავის მოქმედების ან საქმიანობის მეთოდი და კრიმინალური ჩვევა, რომლებიც ამ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფისათვის ან დამნაშავისათვის არის დამახასიათებელი; ი) ძებნისადმი დაქვემდებარებული პირები – დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, მსჯავრდებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები, აგრეთვე სხვები, ვინც იძებნება საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ და ვისი ადგილმდებარეობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურა; კ) ოპერატიული მუშაკი – საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელიც საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობით უფლებამოსილია იმოქმედოს კონსპირაციულად ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის შეგროვების ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ლ) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე – მოწმე, დაზარალებული, ბრალდებული, ექსპერტი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; მ) სხვა პირი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ახლო ნათესავი, მასთან დაკავშირებული პირი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სხვა პირი, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; ნ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისდაზვერვის სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისდაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  2. 13 დეკ. 2018
  3. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულება (CISG)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების განმარტებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №6

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-06-27
5
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 4სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები
  • 8სპონტანური თანამშრომლობა
  • 6ფინანსური უზრუნველყოფა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 2სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3323224863233
მნიშვნელობით ახლოსსამართალდაცვით სფეროში…სისხლის სამართლის სფერ…კონტრდაზვერვითი საქმია…საქართველოს საერთაშორი…საჯარო სამართლის იურიდ…ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025