Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 5

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 5. კომუნიკაციის არხები და საშუალებები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ჰუმანიტარული სამართალიექსტრადიციათავდაცვის შესყიდვებიკრიპტო დავებიმედია შესაბამისობატრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით.

2.სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განსახორციელებლად აგრეთვე გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის ფარგლებში არსებული კომუნიკაციის პირდაპირი არხები ან მეკავშირე ოფიცრებისა და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების კავშირები.

3.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება არ ადგენს კომუნიკაციის არხებსა და საშუალებებს, ან საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყანასთან საქართველოს არ აქვს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება დიპლომატიური არხებით ან, შესაძლებლობის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული კომუნიკაციის პირდაპირი არხებით, თუ საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით. ასეთი ინფორმაციის გადასაცემად გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საშუალებები, დიპლომატიური არხები, სამართალდამცავი ორგანოს ხელთ არსებული კრიპტოგრაფიული სისტემები და შიფრები ან სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შეთანხმებით.

5.კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა აგრეთვე ხორციელდება „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2001 წლის 23 ნოემბრის კონვენციის 35-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მიერ განსაზღვრული, 24/7 საკონტაქტო არხის ფარგლებში არსებული კომუნიკაციის საშუალებებით.

6.საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული კომუნიკაციის არხები და საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების პროცესში სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის კომუნიკაციისთვის. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3100 – ვებგვერდი, 12.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3261 – ვებგვერდი, 30.07.2018წ.

რედაქციების შედარება

1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი კომუნიკაციის არხებითა და საშუალებებით. 2. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განსახორციელებლად აგრეთვე გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის ფარგლებში არსებული კომუნიკაციის პირდაპირი არხები ან მეკავშირე ოფიცრებისა და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების კავშირები. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება არ ადგენს კომუნიკაციის არხებსა და საშუალებებს, ან საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყანასთან საქართველოს არ აქვს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება დიპლომატიური არხებით ან, შესაძლებლობის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული კომუნიკაციის პირდაპირი არხებით, თუ საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით. ასეთი ინფორმაციის გადასაცემად გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საშუალებები, დიპლომატიური არხები, სამართალდამცავი ორგანოს ხელთ არსებული კრიპტოგრაფიული სისტემები და შიფრები ან სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შეთანხმებით. 5. კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა აგრეთვე ხორციელდება „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2001 წლის 23 ნოემბრის კონვენციის 35-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მიერ განსაზღვრული, 24/7 საკონტაქტო არხის ფარგლებში არსებული კომუნიკაციის საშუალებებით. 6. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული კომუნიკაციის არხები და საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების პროცესში სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის კომუნიკაციისთვის. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3100 – ვებგვერდი, 12.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3261 – ვებგვერდი, 30.07.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 ივლ. 2018
  2. 12 მარ. 2015
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტრანსსასაზღვრო კომერციული კონტრაქტები24 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა (მუხლი 159)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერნეტ თაღლითობა (მუხლი 180) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერდანაშაული (თავი XXXV) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №6

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2018-07-31
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 7თანამშრომლობა მოთხოვნის საფუძველზე
  • 8სპონტანური თანამშრომლობა
  • 18თანამშრომლობის სხვა სახეები

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 3კომუნიკაციის არხები და საშუალებები

პროკურატურის შესახებ

  • 30საერთაშორისო თანამშრომლობა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 32თანამშრომლობის ფორმები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 9საერთაშორისო თანამშრომლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 31სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის საშუალებები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 37საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 5სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობანი

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 5საერთაშორისო ურთიერთობანი

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 20ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3252095378183130375
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…სამართალდაცვით სფეროში…პროკურატურის შესახებსისხლის სამართლის საერ…ელექტრონული კომუნიკაცი…სახელმწიფო საიდუმლოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025