საჯარო რეესტრის შესახებ

მუხლი 10. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

2.მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

2¹.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშნული ამონაწერი უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების  შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ. ამ კანონის 20 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს ასევე სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემებს.

2².ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

2³.ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე ინგლისურ ენაზე. ამ ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადების შემთხვევაში სავალდებულოა მისი ქართულ ენაზე მომზადებაც. [ 2 4 . ფაქტორინგის რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ფაქტორინგის რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ერთიანი ბაზის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისთვის ამ რეესტრებსა და მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ/აღრიცხულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი საფასურის გადახდისას.

4.უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.

5.საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შინაარსი და ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით . საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1962 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.251 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5567 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6840- ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №891 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1453 – ვებგვერდი, 06.04.2026წ. თავი II უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 23

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-664-635-20162017-03-02245სამოქალაქო
    დიდი პალატადიდი პალატა

    შეიძლება თუ არა იძულებით დათმობილი საწარმოს წილის დაბრუნების მოთხოვნა დელიქტურ და სავინდიკაციო საფუძვლებს დაეფუძნოს?

    დავა ეხებოდა ტელეკომპანიის წილების იძულებით გასხვისებას, გარიგებების ბათილობასა და საკუთრების აღდგენას. დიდმა პალატამ განმარტა, რომ წილების დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება დაეფუძნოს დელიქტურ და სავინდიკაციო ნორმებს, ხოლო გარიგების ფასის შეუსაბამობა, სხვა წინაპირობების გარეშე, ბათილობისთვის საკმარისი არ არის. სასამართლომ არ გაიზიარა ხანდაზმულობის შესაგებელი და მიიჩნია, რომ სადავო გარემოებებზე კვალიფიციური შედავება არ იყო წარმოდგენილი. სსსკ 411-ის საფუძველზე სააპელაციო განჩინება გაუქმდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით აღდგა მოსარჩელეთა საკუთრება წილებზე.

  • №ას-1133-20192021-07-30121სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა გარემოებები უნდა იქნეს გათვალისწინებული ექსპროპრიირებული ქონების სამართლიანი კომპენსაციის განსაზღვრისას?

    დავა ეხებოდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ჩამორთმეული ქონების კომპენსაციასა და ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ექსპროპრიაციის კომპენსაცია უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი, ხოლო მისი განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ქონების პოტენციური გამოყენებაც. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება ამ სამოქალაქო დავაში პრეიუდიციული არ არის, თუმცა საექსპროპრიაციო ქონების აღწერის შემცველ მტკიცებულებას წარმოადგენს. უზენაესმა სასამართლომ მესაკუთრის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ექსპროპრიატორის საჩივარი უარყო და სსსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ 105 230,58 ლარი დააკისრა მოპასუხეს.

  • №ბს-585-572(4კ-14)2015-04-3076ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდებასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის დავალება

    დავა შეეხებოდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციებთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობასა და ნაკვეთების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციას. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციით დადგენილი საკუთრების უფლება დაცულია, თუმცა წინა რეგისტრაციის უკანონობა შემდგომ რეგისტრაციებს ავტომატურად არ აბათილებს მათი სამართლებრივი საფუძვლების შეფასების გარეშე. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • №ას-586-557-20132015-02-2050სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ვის ეკისრება ქონების დაუსაბუთებლად ცნობის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების მტკიცება სარჩელის აღძვრისას მოქმედი წესით?

    პროკურატურა მოითხოვდა თანამდებობის პირის ნათესავის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობას, ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და სრულად არ შეაფასა ქონების შეძენისა და მისი ღირებულების შესახებ მტკიცებულებები. სასამართლომ ასევე უარყო საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნა, რადგან წინა დავაში სხვა მოპასუხე მონაწილეობდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე სსსკ 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ბს-481-469(4კ-13)2014-07-1036ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების გაუქმების, ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერისა და საინვენტარიზაციო გეგმების კანონიერება

    დავა ეხებოდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის აქტებს, აგრეთვე ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერსა და საინვენტარიზაციო გეგმებს. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მიწა 1990 წელს სხვა პირის სახელზე იყო აღრიცხული და მართლზომიერი მფლობელობის დადგენა გამორიცხავდა მის თვითნებურად დაკავებულ მიწად აღიარებას. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია კომისიის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და რეგისტრაციის აღდგენის მოთხოვნებზე უარი მანამდე იყო ძალაში შესული.

  • №ბს-576-566(კ-12)2013-01-3118ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სარეგისტრაციო აქტების ბათილად ცნობა და ცნობა-დახასიათებაში ოთახის მოსარგებლის შესახებ მონაცემის შეცვლა

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტებსა და უძრავი ნივთის ცნობა-დახასიათებაში ოთახის მოსარგებლედ აფთიაქის მითითებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები და მასალები სათანადოდ არ გამოიკვლია. ორგანო ვალდებულია შეაჯეროს საარქივო მონაცემები და სხვა დოკუმენტები და შეაფასოს სარგებლობის უფლების მითითების საფუძველი. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა აქტები და ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. 2. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. 2 1 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშნული ამონაწერი უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების  შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ. ამ კანონის 20 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს ასევე სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემებს. 2 2 . ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. 2 3 . ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე ინგლისურ ენაზე. ამ ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადების შემთხვევაში სავალდებულოა მისი ქართულ ენაზე მომზადებაც. 3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი საფასურის გადახდისას. 4. უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. 5. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შინაარსი და ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით . საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1962 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.251 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5567 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6840 - ვებგვერდი, 28 .07 .2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №891 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. თავი II უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 დეკ. 2021 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2026

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

თამთა იოსავა

თამთა იოსავა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹15⁵416203117364767681310
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…საჯარო რეესტრის შესახე…,,მეწარმეთა და არასამე…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა