Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 42

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 42. გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:მაუწყებლობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.გადაცემა არის საზოგადოებრივი ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემას გადამცემ ქსელში, გადამცემი ქსელის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

2.გადაცემის საქმიანობას ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორი არის სპეციალური და დამოუკიდებელი ენერგეტიკული საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირია. გადამცემი სისტემის ოპერატორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი წარმოების, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობებისგან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილი არ არის, იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, შეისყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად, ხოლო ბუნებრივი გაზი − საკუთარი მოხმარებისთვის (კომპრესორის მუშაობისთვის და გაზის წინასწარი გათბობისთვის), აგრეთვე ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი დაბალანსების მიზნით.

5.გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია განახორციელოს თავისი საქმიანობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 43-ე მუხლის პირობებს.

6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისგან გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობა მიღწეული და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განცალკევების საშუალებით, ამ კანონის XI თავით დადგენილი პირობების შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადაცემა არის საზოგადოებრივი ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემას გადამცემ ქსელში, გადამცემი ქსელის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. 2. გადაცემის საქმიანობას ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი არის სპეციალური და დამოუკიდებელი ენერგეტიკული საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირია. გადამცემი სისტემის ოპერატორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი წარმოების, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობებისგან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილი არ არის, იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, შეისყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად, ხოლო ბუნებრივი გაზი − საკუთარი მოხმარებისთვის (კომპრესორის მუშაობისთვის და გაზის წინასწარი გათბობისთვის), აგრეთვე ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი დაბალანსების მიზნით. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია განახორციელოს თავისი საქმიანობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 43-ე მუხლის პირობებს. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისგან გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობა მიღწეული და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განცალკევების საშუალებით, ამ კანონის XI თავით დადგენილი პირობების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 41შემდეგი მუხლი 43

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკაბელო ტელევიზია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 43

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 71გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი
  • 51გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციები
  • 74გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 50საწარმოს გადაცემა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 26ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹⁰საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 44მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹⁰3426828504416437151742242
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს შრომის კოდ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026