Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 45

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 45. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით (მისაბმელის გარეშე) სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება ამ კანონით დადგენილი წესით.

2.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს ხისტი ან მოქნილი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.

3.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას.

4.ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.

5.მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა.

6.აკრძალულია ბუქსირება: ა) ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია; ბ) ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს; გ) უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით; დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება; დ 1 ) ორთვლიანი მოპედით ან/და ორთვლიანი მოპედის ბუქსირება; ე) მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია; ვ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე ასეთი სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება; ზ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

7.დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.

8.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას საბუქსირო (შემაერთებელი) მოწყობილობა აღნიშნული უნდა იქნეს ალმებით ან სხვა გამაფრთხილებელი მოწყობილობით, ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში.

9.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).

10.ხისტი საბუქსირო მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

რედაქციების შედარება

1. დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით (მისაბმელის გარეშე) სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება ამ კანონით დადგენილი წესით. 2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს ხისტი ან მოქნილი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით. 3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას. 4. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე. 5. მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა. 6. აკრძალულია ბუქსირება: ა) ხისტი ან მოქნილი გადაბმით იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია; ბ) ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს; გ) უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით; დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება; დ 1 ) ორთვლიანი მოპედით ან/და ორთვლიანი მოპედის ბუქსირება; ე) მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია; ვ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე ასეთი სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება; ზ) ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 7. დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი. 8. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას საბუქსირო (შემაერთებელი) მოწყობილობა აღნიშნული უნდა იქნეს ალმებით ან სხვა გამაფრთხილებელი მოწყობილობით, ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში. 9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). 10. ხისტი საბუქსირო მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

წინა მუხლი 44შემდეგი მუხლი 46

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 47სატრანსპორტო საშუალების ტვირთი
  • 46მგზავრთა გადაყვანა
  • 17საქმიანობა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 39მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება
  • 29მოძრაობის სიჩქარე
  • 31სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა

საზღვაო კოდექსი

  • 230—

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 129¹მაქსიმალური მასისა და დატვირთვის დადგენილი ნორმების ზევით ტვირთის გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალებით
  • 191¹ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილება
  • 127¹საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

  • 9შეზღუდვა და აკრძალვები ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
392931129¹191¹127¹10230474617945
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…ადგილობრივი მნიშვნელობ…საავტომობილო ტრანსპორტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026