Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 51

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 51. სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის გამოყენება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალება და რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები.

2.საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

3.ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება.

4.მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის.

5.აკრძალულია სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის გამოყენება, თუ ეს არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

6.ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური შეფერილობა.

7.ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დაყენებულ იქნეს სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო. სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ერთდროულად ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში.

8.სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

9.აკრძალულია საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №933 – ვებგვერდი, 08.07.2025წ.

რედაქციების შედარება

1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალება და რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები. 2. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ. 3. ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება. 4. მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის. 5. აკრძალულია სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის გამოყენება, თუ ეს არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. 6. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური შეფერილობა. 7. ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დაყენებულ იქნეს სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო. სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ერთდროულად ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში. 8. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 იან. 2026· გამოქვეყნდა 8 ივლ. 2025
წინა მუხლი 50შემდეგი მუხლი 52

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №36

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-08
3
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 31მუხლი 38მუხლი 44

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 41სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები
  • 48ხმოვანი და მანათობელი სიგნალები
  • 52საავარიო შუქსიგნალიზაცია და საავარიო გაჩერების ნიშანი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 22სპეციალური სიგნალების გამოყენება
  • 32გზაჯვარედინის გავლა
  • 33ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 120სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება
  • 250სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 11სპეციალური საშუალებების გამოყენება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 29ზოგადი მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას
  • 28პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18²დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1122323312025018²313844414852292851
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს ადმინისტრა…ფინანსური პოლიციის შეს…საქართველოს გარემოს და…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026