სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ბრძანებით. დანართი № 1 ძირითადი სასაზღვრო ბოძი ბოძი თეთრია, ყოველ გვერდზე შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს მაგრდება საქართველოს სახელმწიფო გერბი. სახელმწიფო გერბის ქვედა ნაწილიდან 10 სანტიმეტრის დაშორებით წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 12 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი. დანართი №2 დამატებითი სასაზღვრო ბოძი სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე 1. საქართველოს ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა და მარჯვენა გვერდები შეღებილია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში – გვერდები თეთრია, შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. საქართველოს ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 22 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი.
2.თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა და მარჯვენა გვერდები იღებება თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის ფერებში. დანართი №3 დამატებითი სასაზღვრო ბოძი მდინარეზე გამავალ სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე ბოძი თეთრია, ყოველ გვერდზე შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. დამატებითი სასაზღვრო ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 22 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი. დანართი № 4 საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების (შემდგომში - წესები) მიზანია საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების, ადამიანთა გადარჩენისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა. თავი I. ზოგადი დებულებანი

