1.უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
[ ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრება მიზანშეუწონელია; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
ბ) აღარ არსებობს ის საფუძველი, რომლის გამოც მან მოიპოვა საქართველოში ყოფნის ნებართვა;
გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;
[ გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
დ) მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
ე) იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;
[ ე) იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის (მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე; (ამ ოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
ვ) იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ამგვარ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ზ) მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა;
[ ზ 1 ) მან არ შეასრულა ამ კანონის 16 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, მათ შორის, უარი განაცხადა საცხოვრებელ ადგილზე კომისიის წარმომადგენლის დაშვებაზე, არ გამოცხადდა კომისიაში ან სხვაგვარად არ ითანამშრომლა მასთან; (ამოქმ ედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
თ) მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
ი) არ არის დაცული შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები;
კ) (ამოღებულია - 26.06.2025, №865).
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც:
ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
[ 2. (ამოღებულია - 25.06.2026, №1803) (ამოქმედდე ს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს.
[ 3. (ამოღებულია - 25.06.2026, №1803) (ამოქმედდე ს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
4. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.
[ 4. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წერილობით ან ელექტრონული პროგრამის საშუალებით იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3085 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4741 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1510 – ვებგვერდი, 15.04.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე უარის კანონიერება და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
მოსარჩელე ითხოვდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე უარის ბათილად ცნობასა და ნებართვის გაცემას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კონტრდაზვერვის უარყოფითი დასკვნა თავისთავად არ არის უარის საკმარისი საფუძველი: სააგენტომ და სასამართლომ უნდა შეაფასონ მისი დასაბუთებულობა და კონკრეტული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახური ცხოვრების უფლებასა და არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესებს. საკასაციო სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.
შრომითი ბინადრობის ნებართვაზე უარის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
დავა ეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შრომითი ბინადრობის ნებართვაზე უარის კანონიერებას. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, შეაპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და დაიცვას თანაზომიერების პრინციპი. სასამართლომ თავად შეისწავლა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და მიიჩნია, რომ სააგენტოს უარი კანონიერად ჰქონდა გამოცემული. სააპელაციო განჩინება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის ბათილობა და ნებართვის გაცემის დავალება
დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ფორმალური წინაპირობის შესრულება თავისთავად არ წარმოშობს ნებართვის გაცემის ვალდებულებას, ხოლო უსაფრთხოების საფრთხეზე დაფუძნებული უარი სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და დაექვემდებაროს ქმედით სასამართლო კონტროლს. პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტომ გარემოებები არასრულყოფილად გამოიკვლია, თუმცა სასამართლოს მიერ საიდუმლო ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასებამ წარმოების ხარვეზის თანამდევი შედეგები აღმოფხვრა და უარის საფუძველი დაადასტურა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა.
შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემის დავალება
დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს უცხოელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უსაფრთხოების ორგანოს უარყოფითი დასკვნა სააგენტოს გადაწყვეტილების მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია და სააგენტომ დამოუკიდებლად უნდა შეაფასოს გარემოებები და შეაჯეროს საჯარო და კერძო ინტერესები. სასამართლომ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად საფრთხე დადასტურებულად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ სადავო აქტის კანონიერება მისი გამოცემისას მოქმედი რედაქციით უნდა შეფასდეს. საკასაციო პალატამ გააუქმა სააპელაციო განჩინება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, უარის აქტი ბათილად ცნო და სააგენტოს ნებართვის გაცემის შესახებ აქტის გამოცემა დაავალა.
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის ბათილობა და ნებართვის გაცემის დავალება
დავა ეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს უცხოელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და ამ ნებართვის გაცემის დავალებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უსაფრთხოების საფუძვლით უარი უნდა ეფუძნებოდეს რეალურ, საკმარისად სერიოზულ საფრთხეს და ინდივიდუალური გარემოებების პროპორციულ შეფასებას. სასამართლო კონტროლი საიდუმლო ინფორმაციის გაცნობასთან ერთად მისი შეფასებისა და საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების ვალდებულებასაც მოიცავს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
მოკლევადიან ბინადრობის ნებართვაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემის დავალება
დავა ეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც უცხოელს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. უზენაესმა სასამართლომ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება უარის საკმარის დასაბუთებას არ წარმოადგენდა და სააგენტოს არსებითი გარემოებები სათანადოდ არ გამოეკვლია. სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და სადავო აქტი ბათილად ცნო. სააგენტოს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, ხოლო ნებართვის გაცემის საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
[ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრება მიზანშეუწონელია;(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
ბ) აღარ არსებობს ის საფუძველი, რომლის გამოც მან მოიპოვა საქართველოში ყოფნის ნებართვა;
გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;
[გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს;(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
დ) მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
ე) იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;
[ე) იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის (მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
ვ) იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ამგვარ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ზ) მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა;
[ზ1) მან არ შეასრულა ამ კანონის 161მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, მათ შორის, უარი განაცხადა საცხოვრებელ ადგილზე კომისიის წარმომადგენლის დაშვებაზე, არ გამოცხადდა კომისიაში ან სხვაგვარად არ ითანამშრომლა მასთან;(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
თ) მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
ი) არ არის დაცული შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები;
კ) (ამოღებულია - 26.06.2025, №865).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც:
ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;
ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;
ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
[2. (ამოღებულია - 25.06.2026, №1803)(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს.
[3. (ამოღებულია - 25.06.2026, №1803)(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
4. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.
[4. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წერილობით ან ელექტრონული პროგრამის საშუალებით იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3085 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს2019წლის30მაისისკანონი №4741– ვებგვერდი,05.06.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი№865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1510 – ვებგვერდი, 15.04.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803– ვებგვერდი, 29.06.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
8 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
მე-4 პუნქტის მეორე წინადადებაში დაემატა „სასამართლოში“, ანუ გასაჩივრება, რომელიც გაძევების საკითხის განხილვას ან აღსრულებას არ აფერხებს, სასამართლოში გასაჩივრებას ეხება.
მე-18 მუხლის მე-5 პუნქტში სააგენტოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა შეიცვალა მისი წერილობით ან ელექტრონული პროგრამის საშუალებით მიღებით.
· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ამოღებულია „მძიმე“ და „აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“ შეიცვალა მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნით; დაემატა „კ“ ქვეპუნქტი გაძევების გადაწყვეტილების შესახებ.
18-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ბინადრობის ნებართვაზე უარის საფუძველია მე-15 მუხლის მოთხოვნების დაუცველობა.
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეებ…სამხედრო და ორმაგი დან…საქართველოში ბინადრობი…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოეთში მცხოვრები თან…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა