პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 20¹. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 20 სექ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ავტორიზაციის შედეგად დაწესებულება იძენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.

1¹.პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო) საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.

2.აკრედიტაციის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

3.ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.

4.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დაფინანსება გაიცემა მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი,  01.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 3 50 – ვებგვერდი, 28.03.2013წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4786 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2007 – 1 სექ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ავტორიზაციის საბჭოს წევრების დანიშვნის წარმდგენ სამინისტროდ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დასახელდა.

  2. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების წინადადება ახლებურად ჩამოყალიბდა („ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება“), ხოლო დებულებით ახლა საბჭოს უფლებამოსილებასთან ერთად საქმიანობის წესიც განისაზღვრება.

  3. 20¹ მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც აწესრიგებს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ეროვნული ცენტრის მიერ, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველს, საბჭოს წევრთა დანიშვნის წესს და საბჭოს ფუნქციურ დამოუკიდებლობას.

  4. 20¹ მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით სახელმწიფო ორგანოების დაფინანსება გაიცემა მხოლოდ აკრედიტაციაგავლილი პროგრამისთვის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3256²56¹56³11713961526273920¹
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…განათლების ხარისხის გა…პროფესიული განათლების …ადრეული და სკოლამდელი …ზოგადი განათლების შესა…პროდუქტის უსაფრთხოების…