საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 202. საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშებისა და მათი გადახდის წესი

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეკლარანტი დაბეგვრის ობიექტის, გადასახდელის განაკვეთისა და შეღავათების გათვალისწინებით დამოუკიდებლად გამოიანგარიშებს გადასახდელ საბაჟო გადასახდელის თანხას, თუ საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახდელი საბაჟო გადასახდელის თანხის გამოანგარიშების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საბაჟო ორგანოს ან სხვა ვალდებულ პირს.

3.საბაჟო გადასახდელები გამოიანგარიშება შესაბამისი გადასახდელებისათვის საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.საბაჟო გადასახდელების გადახდა ხორციელდება საბაჟო პროცედურების შესრულებისას საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის ან შეტყობინების საფუძველზე, ხოლო გადახდილი საბაჟო გადასახდელის თანხა საბაჟო პროცედურების შესრულებისას ან საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ აისახება ბიუჯეტის ანგარიშზე.

5.საბაჟო გადასახდელების გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში – ლარში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საბანკო დაწესებულებების არარსებობის შემთხვევაში დეკლარანტ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საბაჟო გადასახდელები გადაიხადოს საბაჟო ორგანოს სალაროში მკაცრი აღრიცხვის ქვითრის სავალდებულო გამოწერით.

6.ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება/დავალიანება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით. ასეთ შემთხვევაში შესრულებული საბაჟო ვალდებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დეკლარანტი დაბეგვრის ობიექტის, გადასახდელის განაკვეთისა და შეღავათების გათვალისწინებით დამოუკიდებლად გამოიანგარიშებს გადასახდელ საბაჟო გადასახდელის თანხას, თუ საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახდელი საბაჟო გადასახდელის თანხის გამოანგარიშების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საბაჟო ორგანოს ან სხვა ვალდებულ პირს. 3. საბაჟო გადასახდელები გამოიანგარიშება შესაბამისი გადასახდელებისათვის საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საბაჟო გადასახდელების გადახდა ხორციელდება საბაჟო პროცედურების შესრულებისას საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის ან შეტყობინების საფუძველზე, ხოლო გადახდილი საბაჟო გადასახდელის თანხა საბაჟო პროცედურების შესრულებისას ან საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ აისახება ბიუჯეტის ანგარიშზე. 5. საბაჟო გადასახდელების გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში – ლარში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საბანკო დაწესებულებების არარსებობის შემთხვევაში დეკლარანტ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საბაჟო გადასახდელები გადაიხადოს საბაჟო ორგანოს სალაროში მკაცრი აღრიცხვის ქვითრის სავალდებულო გამოწერით. 6. ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება/დავალიანება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით. ასეთ შემთხვევაში შესრულებული საბაჟო ვალდებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    202-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი მესამე პირის მიერ საბაჟო ვალდებულების შესრულების შესახებ, დაბრუნების გარეშე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18²43537321 (დ…17 (დ…18 (დ…638262202
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …