საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 203. საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა გულისხმობს საბაჟო ორგანოში კონკრეტული პერიოდისათვის ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის აღრიცხვას. დარიცხვა მოიცავს შესწორებით დარიცხვასა და სავარაუდო დარიცხვას. ამასთანავე, შესწორებითი დარიცხვის შემთხვევაში უქმდება სავარაუდო დარიცხვა.

2.საბაჟო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს თითოეული ვალდებული პირის კუთვნილი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი ინფორმაციის საფუძველზე: ა) ვალდებული პირის საბაჟო დეკლარაცია; ბ) შემოწმების მასალები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ცნობილია საბაჟო ორგანოსათვის.

3.თუ დეკლარანტი არ წარმოადგენს საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაარიცხოს მას საბაჟო გადასახდელები ან/და საბაჟო სანქციის თანხა მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე და გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება.

4.თუ საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის გადახდა საბაჟო დეკლარაციის წარდგენასთან ერთად, აგრეთვე თუ საბაჟო ორგანო დაასკვნის, რომ ადრინდელი დარიცხვა შეცდომით განხორციელდა, საბაჟო ორგანომ საბაჟო გადასახდელები ან/და საბაჟო სანქციის თანხა უნდა დაარიცხოს ვალდებულ პირს და გაუგზავნოს მას შეტყობინება.

5.თუ საბაჟო გადასახდელის გადახდევინება დაკავშირებულია საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, გადასახდელის გადახდის ვალდებულებათა ამსახველი დეკლარაციის შევსება განიხილება, როგორც: ა) ამ გადასახდელის დარიცხვა; ბ) შეტყობინება და საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესასრულებული ვალდებულება.

6.ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა გულისხმობს საბაჟო ორგანოში კონკრეტული პერიოდისათვის ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის აღრიცხვას. დარიცხვა მოიცავს შესწორებით დარიცხვასა და სავარაუდო დარიცხვას. ამასთანავე, შესწორებითი დარიცხვის შემთხვევაში უქმდება სავარაუდო დარიცხვა. 2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს თითოეული ვალდებული პირის კუთვნილი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი ინფორმაციის საფუძველზე: ა) ვალდებული პირის საბაჟო დეკლარაცია; ბ) შემოწმების მასალები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ცნობილია საბაჟო ორგანოსათვის. 3. თუ დეკლარანტი არ წარმოადგენს საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაარიცხოს მას საბაჟო გადასახდელები ან/და საბაჟო სანქციის თანხა მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე და გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება. 4. თუ საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის გადახდა საბაჟო დეკლარაციის წარდგენასთან ერთად, აგრეთვე თუ საბაჟო ორგანო დაასკვნის, რომ ადრინდელი დარიცხვა შეცდომით განხორციელდა, საბაჟო ორგანომ საბაჟო გადასახდელები ან/და საბაჟო სანქციის თანხა უნდა დაარიცხოს ვალდებულ პირს და გაუგზავნოს მას შეტყობინება. 5. თუ საბაჟო გადასახდელის გადახდევინება დაკავშირებულია საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, გადასახდელის გადახდის ვალდებულებათა ამსახველი დეკლარაციის შევსება განიხილება, როგორც: ა) ამ გადასახდელის დარიცხვა; ბ) შეტყობინება და საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესასრულებული ვალდებულება. 6. ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1161636521 (დ…17 (დ…18 (დ…112628217203
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…ფულის გათეთრებისა და ტ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…