საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 254. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები და ნებართვები 3 კალენდარული თვის ვადაში შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ამ კოდექსით განსაზღვრულ სანებართვო მოთხოვნებთან.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები და ნებართვები გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

3.ამ კოდექსის პროცედურული დებულებები ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან დეკლარირებულ საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე.

4.ამ კოდექსის ამოქმედებამდე დეკლარირებულ საბაჟო რეჟიმებზე ვრცელდება საქართველოს საბაჟო კოდექსი (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.

86)და მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

5.საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-7 მუხლის 30-ე ნაწილის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო რეჟიმები და საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში და თავისუფალ საწყობში.

6.აკრძალულია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და გადაადგილება (მათ შორის, ტრანზიტი დანიშნულების ქვეყნის აქციზური მარკის გარეშე. თუ დანიშნულების ქვეყანას არ გააჩნია აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების მოთხოვნა, მაშინ საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის გაცილებას საბაჟო გამშვებ პუნქტამდე), გარდა უბაჟო ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა, უცხო ქვეყნის უბაჟო ვაჭრობის ზონაში რეალიზებისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის ნებადართულ ქვეყნებში ექსპორტისა.

7.საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

7¹.საქართველოს საბაჟო საზღვარზე საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

8.(მოქმედების ვადა დასრულებულია).

9.(მოქმედების ვადა დასრულებულია).

10.დროებითი შენახვის ღია საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის დახურული საბაჟო საწყობის, ღია საბაჟო საწყობის, დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, რომელზედაც შესაბამისი ნებართვა გაცემულია 2009 წლის 1 იანვრამდე, უფლება აქვს განახორციელოს სანებართვო საქმიანობა 2009 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებართვით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5847 - სსმ I, №6, 25.03.2008წ., მუხ.17 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები და ნებართვები 3 კალენდარული თვის ვადაში შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ამ კოდექსით განსაზღვრულ სანებართვო მოთხოვნებთან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები და ნებართვები გამოცხადდეს ძალადაკარგულად. 3. ამ კოდექსის პროცედურული დებულებები ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან დეკლარირებულ საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე. 4. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დეკლარირებულ საბაჟო რეჟიმებზე ვრცელდება საქართველოს საბაჟო კოდექსი (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 86) და მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 5. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-7 მუხლის 30-ე ნაწილის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო რეჟიმები და საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში და თავისუფალ საწყობში. 6. აკრძალულია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და გადაადგილება (მათ შორის, ტრანზიტი დანიშნულების ქვეყნის აქციზური მარკის გარეშე. თუ დანიშნულების ქვეყანას არ გააჩნია აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების მოთხოვნა, მაშინ საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის გაცილებას საბაჟო გამშვებ პუნქტამდე), გარდა უბაჟო ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა, უცხო ქვეყნის უბაჟო ვაჭრობის ზონაში რეალიზებისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის ნებადართულ ქვეყნებში ექსპორტისა. 7. საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით. 7 1 . საქართველოს საბაჟო საზღვარზე საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 8. (მოქმედების ვადა დასრულებულია). 9. (მოქმედების ვადა დასრულებულია). 10. დროებითი შენახვის ღია საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის დახურული საბაჟო საწყობის, ღია საბაჟო საწყობის, დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, რომელზედაც შესაბამისი ნებართვა გაცემულია 2009 წლის 1 იანვრამდე, უფლება აქვს განახორციელოს სანებართვო საქმიანობა 2009 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებართვით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5847 - სსმ I, №6, 25.03.2008წ., მუხ.17 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 მარ. 2008 – 22 ივლ. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    254-ე მუხლს დაემატა 7¹ ნაწილი, რომლითაც სამი სახის ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების წესს ფინანსთა მინისტრი ადგენს.

  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    254-ე მუხლის მე-5 ნაწილში ნავთობის დისტილატებზე შეზღუდვის ფორმულირება შეიცვალა („ან“ → „და“) და ამოღებულია რეექსპორტისა და საბაჟო საწყობში განთავსების ვადების წესი; დაემატა მე-10 ნაწილი საწყობის ნებართვების გარდამავალი წესით.

  3. 254-ე მუხლს დაემატა მე-8 და მე-9 ნაწილები, რომლებიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 238-ე და 242-ე მუხლებით: მე-8 ნაწილით (დეკლარირების ვალდებულებისგანაც) რეგისტრაციის განცხადების წარდგენისას, მე-9 ნაწილით საბაჟო დამუშავების განცხადების წარდგენისას.

  4. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    მე-5 პუნქტში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების მიმართ წინადადება ახლებურადაა ჩამოყალიბებული სიტყვებით „საქართველოში“ და „მოქცევისას“; 1 თვისა და 3 თვის ვადები ტექსტში შენარჩუნებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17773133841730919212¹8103213254
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საბაჟო კონტროლის გვერდ…წამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს საგადასახა…საინვესტიციო საქმიანობ…