საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 46. ავარიისა და დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი, რომელიც ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ამავე კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად; ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად; გ) უზრუნველყოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოეს საბაჟო ორგანომდე ან მის მიერ მითითებულ ადგილამდე.

2.თუ ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალება ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად ახორციელებს საბაჟო ტერიტორიაზე იძულებით დაშვებას ან შესვლას, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეასრულოს ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო მათი შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში იმოქმედოს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

3.საბაჟო ორგანომ უნდა განსაზღვროს გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისათვის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე უნდა განსაზღვროს ამ საქონლის დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

4.სახელმწიფო არ ანაზღაურებს ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს. თავი VIII საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოში

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირი, რომელიც ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ამავე კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად; ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად; გ) უზრუნველყოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოეს საბაჟო ორგანომდე ან მის მიერ მითითებულ ადგილამდე. 2. თუ ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალება ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად ახორციელებს საბაჟო ტერიტორიაზე იძულებით დაშვებას ან შესვლას, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეასრულოს ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო მათი შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში იმოქმედოს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. 3. საბაჟო ორგანომ უნდა განსაზღვროს გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისათვის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე უნდა განსაზღვროს ამ საქონლის დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები. 4. სახელმწიფო არ ანაზღაურებს ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს. თავი VIII საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოში

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4514⁴15668299913⁶188372711032546
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…პროდუქტის უსაფრთხოების…ტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი