1.სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ამ მიზნისათვის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში და საბაჟო ორგანოს სამუშაო დროს. სხვა ადგილებში ან/და საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის გადმოტვირთვა ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა დასაშვებია დაინტერესებული პირის მოტივირებული განცხადებითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით. საბაჟო ორგანოს თანხმობა აუცილებელი არ არის, თუ საქონელს ემუქრება პირდაპირი საფრთხე და საჭიროა საქონლის ან მისი ნაწილის დაუყოვნებლივ გადმოტვირთვა, რის შესახებაც მაშინვე უნდა ეცნობოს საბაჟო ორგანოს.
2.საქონელზე ან/და მის გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანომ შეიძლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს საქონლის მფლობელის ხარჯით საქონლის გადატანა თავის მიერ მითითებულ დანიშნულების ადგილზე საქონლის გადმოტვირთვის, ჩატვირთვის, გადატვირთვის, შეფუთვისა და გახსნისათვის, აგრეთვე შენობების, კონტეინერებისა და სხვა საწყობების გახსნისა და სატრანსპორტო საშუალებების ახალ ადგილზე გადასვლისათვის.
3.პირი, რომელიც ახორციელებს ზოგად დეკლარირებას, ვალდებულია უზრუნველყოს საბაჟო ორგანოში წარდგენილი, სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოუტვირთავი საქონლის ხელშეუხებლობა მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
4.საქონლის მფლობელი, რომელსაც სურს, გადმოტვირთულ საქონელს შეუცვალოს განთავსების ადგილი ან მოათავსოს იგი საწყობში, ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ხელშეუხებლობა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ამ მიზნისათვის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში და საბაჟო ორგანოს სამუშაო დროს. სხვა ადგილებში ან/და საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის გადმოტვირთვა ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა დასაშვებია დაინტერესებული პირის მოტივირებული განცხადებითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით. საბაჟო ორგანოს თანხმობა აუცილებელი არ არის, თუ საქონელს ემუქრება პირდაპირი საფრთხე და საჭიროა საქონლის ან მისი ნაწილის დაუყოვნებლივ გადმოტვირთვა, რის შესახებაც მაშინვე უნდა ეცნობოს საბაჟო ორგანოს.2. საქონელზე ან/და მის გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანომ შეიძლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს საქონლის მფლობელის ხარჯით საქონლის გადატანა თავის მიერ მითითებულ დანიშნულების ადგილზე საქონლის გადმოტვირთვის, ჩატვირთვის, გადატვირთვის, შეფუთვისა და გახსნისათვის, აგრეთვე შენობების, კონტეინერებისა და სხვა საწყობების გახსნისა და სატრანსპორტო საშუალებების ახალ ადგილზე გადასვლისათვის.3. პირი, რომელიც ახორციელებს ზოგად დეკლარირებას, ვალდებულია უზრუნველყოს საბაჟო ორგანოში წარდგენილი, სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოუტვირთავი საქონლის ხელშეუხებლობა მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.4. საქონლის მფლობელი, რომელსაც სურს, გადმოტვირთულ საქონელს შეუცვალოს განთავსების ადგილი ან მოათავსოს იგი საწყობში, ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ხელშეუხებლობა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…საავტომობილო გზების შე…