1.საქონელზე, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს საბაჟო რეჟიმი, სავალდებულოა, წარდგენილ იქნეს საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით საქონელი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება საბაჟო დეკლარაციის წარდგენიდან, ხოლო საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – ზოგადი დეკლარირებიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ან ამ კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მის განადგურებამდე ან საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობამდე.
3.სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების, რომლითაც გადაიზიდება საქონელი, დეკლარირება ხდება საქონლის წარდგენისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, გარდა ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი უშუალო პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით საბაჟო დეკლარირებას.
5.საბაჟო დეკლარაციის შევსებას, გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილითა და ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება.
6.პირს უფლება აქვს, შეავსოს საბაჟო დეკლარაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონელზე, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს საბაჟო რეჟიმი, სავალდებულოა, წარდგენილ იქნეს საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.2. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით საქონელი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება საბაჟო დეკლარაციის წარდგენიდან, ხოლო საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – ზოგადი დეკლარირებიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ან ამ კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მის განადგურებამდე ან საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობამდე.3. სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების, რომლითაც გადაიზიდება საქონელი, დეკლარირება ხდება საქონლის წარდგენისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, გარდა ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.4. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი უშუალო პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით საბაჟო დეკლარირებას.5. საბაჟო დეკლარაციის შევსებას, გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილითა და ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება.6. პირს უფლება აქვს, შეავსოს საბაჟო დეკლარაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად.საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,30.12.2008წ.,მუხ.307საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27 მუხლი 66. საბაჟო პროცედურების განხორციელების დრო და ადგილი 1. საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დრო და ადგილი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 2. დაინტერესებული პირის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით საბაჟო პროცედურები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილების გარდა სხვა ადგილებში ან/და საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030ტექსტი უცნობია
1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010ტექსტი უცნობია
31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010ტექსტი უცნობია
1 იან. 2010 – 31 მარ. 2010ტექსტი უცნობია
19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
65-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომლითაც დეკლარაციას ძირითადად ავსებს შემოსავლების სამსახური (დელეგირების უფლებით), და მე-6 ნაწილი, რომლითაც პირს შეუძლია თავად შეავსოს დეკლარაცია მთავრობის დადგენილებით დადგენილი წესით.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
65-ე მუხლის მე-3 ნაწილში სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების დრო „საქონელთან ერთად“-ის ნაცვლად განისაზღვრა საქონლის წარდგენისას დადგენილ ვადაში ან საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე.