საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 68. საბაჟო დეკლარაციის ფორმა და დამატებითი დოკუმენტები

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების მექანიზმების სწორად გამოყენებისათვის, საბაჟო სტატისტიკის წარმოებისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისათვის, მათ შორის, შესაბამისი საბაჟო რეჟიმის მოთხოვნების განხორციელებისათვის. საბაჟო დეკლარაციის სახეები, ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2.საბაჟო დეკლარაციას (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა) უნდა დაერთოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო რეჟიმის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურებისათვის. შესაბამისი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3.საბაჟო დეკლარაციის მიმართ ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დოკუმენტების დართვა არ მოითხოვება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით განსაზღვრულ შემთხვევაში. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების მექანიზმების სწორად გამოყენებისათვის, საბაჟო სტატისტიკის წარმოებისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისათვის, მათ შორის, შესაბამისი საბაჟო რეჟიმის მოთხოვნების განხორციელებისათვის. საბაჟო დეკლარაციის სახეები, ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 2. საბაჟო დეკლარაციას (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა) უნდა დაერთოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო რეჟიმის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურებისათვის. შესაბამისი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 3. საბაჟო დეკლარაციის მიმართ ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დოკუმენტების დართვა არ მოითხოვება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით განსაზღვრულ შემთხვევაში. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-2 პუნქტს დაემატა გამონაკლისი მე-3 ნაწილის შემთხვევაზე და ამოღებულია „საჭირო“; ახალი მე-3 პუნქტი რისკების მართვის სისტემით განსაზღვრულ შემთხვევაში დოკუმენტების დართვას არ მოითხოვს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6469676419177 (დ…17 (დ…74 (დ…84868268
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…