1.ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიება (მათ შორის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა, რეალიზაცია, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურება ან უსასყიდლოდ გადაცემა) განხორციელდება იმ საქონლის მიმართ:
ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში საბაჟო პროცედურების განხორციელება (საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრა) ან არ იქნა გადახდილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელები ან/და არ იქნა წარდგენილი საგარანტიო უზრუნველყოფა;
ბ) რომლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია;
გ) რომელიც გაშვებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში დატოვება გარკვეული ვადით.
2.საბაჟო ორგანო წერილობით აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიება (მათ შორის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა, რეალიზაცია, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურება ან უსასყიდლოდ გადაცემა) განხორციელდება იმ საქონლის მიმართ:ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში საბაჟო პროცედურების განხორციელება (საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრა) ან არ იქნა გადახდილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელები ან/და არ იქნა წარდგენილი საგარანტიო უზრუნველყოფა;ბ) რომლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია;გ) რომელიც გაშვებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში დატოვება გარკვეული ვადით.2. საბაჟო ორგანო წერილობით აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,30.12.2008წ.,მუხ.307
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2009-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
87-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი გაშვებული საქონლის ზონაში ვადით დატოვების ნებადართულ შემთხვევებზე.