1.საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას მგზავრი, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270
5
მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი, ვალდებულია წარადგინოს მგზავრის საბაჟო დეკლარაცია, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დანიშნულების საბაჟო ორგანოში დაგვიანებით წარდგენილი პირადი ნივთები (ბარგი) საქართველოში შემოტანისას განიხილება, როგორც მგზავრთან ერთად გადაადგილებული პირადი ნივთები (ბარგი).
2.პირადი ნივთები არ ექვემდებარება დეკლარირებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შემოტანა-გატანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და მათი რაოდენობა და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270
5
მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას.
3.პირად ნივთებზე, რომელთა შემოტანა-გატანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია, წარდგენილი უნდა იქნეს მგზავრის საბაჟო დეკლარაცია.
4.მგზავრი, რომელსაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას თან არა აქვს დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლისას საქონლის დეკლარირებას ახდენს ზეპირად ან სხვა მოქმედებით საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
5.მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქონელი შეინახოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მგზავრის დასაბუთებული წერილობითი განცხადების შესაბამისად საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გააგრძელოს 10 კალენდარულ დღემდე.
6.თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში მგზავრის მიზეზით ვერ განხორციელდა საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრისათვის აუცილებელი პროცედურები, საქონლის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 87-ე მუხლის დებულებები.
7.მგზავრის პირადი ნივთების საბაჟო საზღვარზე გადატანის/ გადმოტანის წესი, აგრეთვე მგზავრის საბაჟო დეკლარაციის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას მგზავრი, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი, ვალდებულია წარადგინოს მგზავრის საბაჟო დეკლარაცია, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დანიშნულების საბაჟო ორგანოში დაგვიანებით წარდგენილი პირადი ნივთები (ბარგი) საქართველოში შემოტანისას განიხილება, როგორც მგზავრთან ერთად გადაადგილებული პირადი ნივთები (ბარგი).2. პირადი ნივთები არ ექვემდებარება დეკლარირებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შემოტანა-გატანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და მათი რაოდენობა და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას.3. პირად ნივთებზე, რომელთა შემოტანა-გატანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია, წარდგენილი უნდა იქნეს მგზავრის საბაჟო დეკლარაცია.4. მგზავრი, რომელსაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას თან არა აქვს დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლისას საქონლის დეკლარირებას ახდენს ზეპირად ან სხვა მოქმედებით საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.5. მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქონელი შეინახოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო საწყობში 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მგზავრის დასაბუთებული წერილობითი განცხადების შესაბამისად საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გააგრძელოს 10 კალენდარულ დღემდე.6. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში მგზავრის მიზეზით ვერ განხორციელდა საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრისათვის აუცილებელი პროცედურები, საქონლის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 87-ე მუხლის დებულებები.7. მგზავრის პირადი ნივთების საბაჟო საზღვარზე გადატანის/ გადმოტანის წესი, აგრეთვე მგზავრის საბაჟო დეკლარაციის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,30.12.2008წ.,მუხ.307საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №12 · ძალაშია 1 აპრ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 იან. 2010 – 1 აპრ. 2010ტექსტი უცნობია
19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010ტექსტი უცნობია
25 მარ. 2008 – 1 აპრ. 2009ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
90-ე მუხლის მე-5 ნაწილში საბაჟო საწყობი დასახელებულია როგორც შემოსავლების სამსახურის საწყობი, ფინანსთა სამინისტროზე მითითების გარეშე.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
90-ე მუხლის მე-6 პუნქტში ფორმულირება დაზუსტდა და მითითება 110-ე მუხლიდან 87-ე მუხლზე გადავიდა.
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
90-ე მუხლში მგზავრის საქონლის შესანახი საბაჟო საწყობი ახლა შემოსავლების სამსახურისაა, საბაჟო დეპარტამენტის ნაცვლად.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006
პირველ და მე-2 პუნქტებში მგზავრის დეკლარირებისა და პირადი ნივთების დაუბეგრავი რაოდენობისა და ღირებულების მითითება გადატანილია საგადასახადო კოდექსის 270⁵ მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.