Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 63

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 63. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან ან საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანასთან დაკავშირებული ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, აკრძალვები ან/და შეზღუდვები

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბაჟო კოდექსი
თემები:იმპორტის ლიცენზირებაექსპორტის ლიცენზირებაექსპორტის კონტროლისაბაჟო და აქციზიტრანსპორტიპორტის ოპერაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები ან/და აკრძალვები.

2.საქონლის მიერ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა აკრძალულია, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი საბაჟო ტერიტორიიდან, თუ ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შეუძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ამ საქონლის დაუყოვნებლივ გატანა, იგი დროებით უნდა დასაწყობდეს საბაჟო საწყობში ან უნდა მოთავსდეს საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის სხვა ზონაში. ამგვარი საქონლის გატანის ვალდებულება და დროებითი შენახვის ხარჯები სოლიდარულად ეკისრებათ საქონლის მიმღებსა და საქონლის მფლობელს. ასეთ შემთხვევაში დროებითი შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 კალენდარულ დღეს, რომლის გასვლის შემდეგაც საქონლის განკარგვა მოხდება ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.

3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამისი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით შეიძლება განისაზღვრონ ის სასაზღვრო საბაჟო ორგანოები, რომელთა გავლითაც არ უნდა მოხდეს სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის ან/და სხვა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.

4.სახელმწიფო არ ანაზღაურებს ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალვების ან/და შეზღუდვების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

5.საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანაზე ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემის უფლებამოსილება ენიჭება შემოსავლების სამსახურს. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები ან/და აკრძალვები. 2. საქონლის მიერ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა აკრძალულია, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი საბაჟო ტერიტორიიდან, თუ ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შეუძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ამ საქონლის დაუყოვნებლივ გატანა, იგი დროებით უნდა დასაწყობდეს საბაჟო საწყობში ან უნდა მოთავსდეს საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის სხვა ზონაში. ამგვარი საქონლის გატანის ვალდებულება და დროებითი შენახვის ხარჯები სოლიდარულად ეკისრებათ საქონლის მიმღებსა და საქონლის მფლობელს. ასეთ შემთხვევაში დროებითი შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 კალენდარულ დღეს, რომლის გასვლის შემდეგაც საქონლის განკარგვა მოხდება ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამისი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით შეიძლება განისაზღვრონ ის სასაზღვრო საბაჟო ორგანოები, რომელთა გავლითაც არ უნდა მოხდეს სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის ან/და სხვა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. 4. სახელმწიფო არ ანაზღაურებს ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალვების ან/და შეზღუდვების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 5. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანაზე ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემის უფლებამოსილება ენიჭება შემოსავლების სამსახურს. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  2. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 25 მარ. 2008 – 1 აპრ. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  2. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 9 მარ. 2010

    63-ე მუხლის მე-5 ნაწილით საქონლის შემოტანა-გატანაზე ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემის უფლებამოსილება ენიჭება შემოსავლების სამსახურს, ხოლო მთავრობის დადგენილებით დელეგირების შესაძლებლობა შეიცვალა.

  3. 1 აპრ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    63-ე მუხლში საქონლის დროებითი შენახვის საწყობში მოთავსება ჩანაცვლდა საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობებით; საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეული სხვა ზონის ალტერნატივა დარჩა.

  4. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    63-ე მუხლის მე-5 პუნქტში უფლებამოსილების დელეგირების ადრესატია შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის ნაცვლად.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 62შემდეგი მუხლი 64

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საბაჟოზე (IPR)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პორტის რეგულაციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დრონების რეგულაციებისერვისის გვერდი
  • იმპორტ-ექსპორტის რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №15

  • 4 ცვლილება · ბოლო 12 ოქტ. 2010
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 87

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 157საქონლის გატანისას განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 71საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა
  • 70საბაჟო ზედამხედველობა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება
  • 6რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება
  • 8შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 57საქართველოს საბაჟო საზღვარზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 27 (დანართი 1)

საზღვაო კოდექსი

  • 116

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 214საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2141087116145727 (დ…568157717063
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სახელმწიფო…ინტელექტუალურ საკუთრებ…სურსათის/ცხოველის საკვ…სახელმწიფო საზღვრის რე…