Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 92³

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 92³. კამერალური საბაჟო შემოწმება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საბაჟო კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კამერალური საბაჟო შემოწმება დეკლარანტის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების, ხელშეკრულების, ინვოისის, სატრანსპორტო დოკუმენტის, წარმოშობის სერტიფიკატის, შეფუთვის ფურცლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის, გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, საბაჟო ორგანოში არსებული საქონლის შემოტანა-გატანასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტებისა და მონაცემების, აგრეთვე დეკლარანტისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ადგენს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ საბაჟო ვალდებულებების, არასატარიფო ღონისძიებების შესრულების შესაბამისობას ამ კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2.კამერალურ საბაჟო შემოწმებას ატარებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაბამისად, საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილის წერილობითი ბრძანების საფუძველზე.

3.თუ დეკლარანტის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა შეცდომები, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს დეკლარანტს, რომელმაც ამ დოკუმენტებში (გარდა საბაჟო დეკლარაციისა) უნდა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებებს ახორციელებს საბაჟო ორგანოს მოხელე.

4.თუ კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს საბაჟო ვალდებულების თანხის ცვლილებას (შემცირებას ან გაზრდას) ან ავლენს არასატარიფო ღონისძიებების დაცვისთვის თავის არიდების ფაქტს, მაშინ კამერალური საბაჟო შემოწმების ჩამტარებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო შემოწმების აქტს და ხელს აწერს მასზე. აღნიშნულ აქტს ამტკიცებს საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე.

5.კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გადასახადის, სანქციის დარიცხული თანხის შესახებ დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება შეტყობინება ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 92²შემდეგი მუხლი 92⁴

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №15

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 263კამერალური საგადასახადო შემოწმება
  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები
  • 49საგადასახადო ორგანოთა უფლებები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 96რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება
  • 82საბაჟო დეკლარაცია და საქართველოს საქონლის მიმართ საბაჟო ზედამხედველობის განხორციელება
  • 13საბაჟო ორგანოსთვის დოკუმენტისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 21 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ბარათები და ფორმები
  • 9 (დანართი 1)ინფორმაციის კონფიდენციალობა
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 9 (დანართი 1)

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 9ბაზარზე ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
263434921 (დ…9 (და…17 (დ…9 (და…968213992³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…სახელმწიფო საზღვრის რე…ენერგოეტიკეტირების შეს…