საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 92². საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურების განხორციელებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული პროცედურების გარდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დაათვალიეროს გაშვებული საქონელი ან/და აიღოს ამ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში, თუ შესაძლებელია გაშვებული საქონლის ფიზიკური წარდგენა.

2.დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურების განხორციელებისას საქონლის დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2010 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2010 – 29 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 31 მარ. 2010 – 1 აპრ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2010 – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

  5. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁷5⁷260257¹4917 (დ…4571³ (დ…97969892²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საგადასახა…საავტომობილო ტრანსპორტ…ნავთობისა და გაზის შეს…გადასახადების ადმინისტ…