„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 19 (დანართი 1). ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

გასაჩივრება 1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში.

2.არსობრივი ექსპერტიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ, განმცხადებელს შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში.

3.განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში  სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

4.საერთაშორისო სასაქონლო ნიშანზე ექსპერტიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნისათვის დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ, განმცხადებელს შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების საერთაშორისო ბიუროს მიერ განმცხადებელთან გადაგზავნის დღიდან  3 თვის ვადაში.

5.სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის გადახდილი უნდა იქნეს დადგენილი საფასური.

6.ამ მუხლის პირველი, მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება დასაშვებია ადმინისტრაციული წესით სასამართლოში ერთი თვის ვადაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 19 თებერვლის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 20.02.2024წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40³3416141221⁷¹292017162415 (დ…1319 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებსაქონლის ადგილწარმოშობ…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა