„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 18 (დანართი 1). საერთაშორისო განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე, მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით, ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა ამ მუხლისა და ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. ასევე მოწმდება საქონლის ჩამონათვალის შესაბამისობა კანონის 11 ​1 მუხლის მოთხოვნებთან 2. საერთაშორისო განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საერთაშორისო ბიუროს შეტყობინების თარიღიდან მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.

3.თუ განაცხადში წარმოდგენილი საქონლის ჩამონათვალი ბუნდოვანი და/ან ზოგადია, განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მიერ წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან 2 თვის ვადაში დააზუსტოს საქონლის ჩამონათვალი კანონის 11 ​1 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში „საქპატენტი“ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ 4. თუ არსებობს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვის მოთხოვნის საფუძველი ან განაცხადის მასალები მოითხოვს დაზუსტებას, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში წარადგინოს წერილობითი პასუხი საქპატენტში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ ის საქპატენტში წარადგენს წერილობით მოთხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ ზემოთ აღნიშნულ ორთვიან ვადაში და გადაიხდის ვადის გაგრძელებისთვის დადგენილ საფასურს. შეტყობინებაზე პასუხის წარდგენის ამ პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში საერთაშორისო ბიუროს ეგზავნება გადაწყვეტილება საქართველოში სასაქონლო ნიშნის დაცვაზე უარის შესახებ საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით.

5.თუ არსებობს კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლით განსაზღვრულ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს საქართველოში  დაცვაზე უარის შესახებ განაცხადში მოცემული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან/და მისი ნაწილის მიმართ და საერთაშორისო ბიუროს ეგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება მის მიერ დადგენილი ფორმით.

6.თუ არ არსებობს კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლით განსაზღვრულ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის საქართველოში დაცვის შესახებ, რომელიც ეგზავნება საერთაშორისო ბიუროს. გასაჩივრების ვადა აითვლება სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან.

7.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში არ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვაზე უარის შესახებ, სასაქონლო ნიშანი საქართველოში დაცულად ითვლება. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
353441441417162416 (დ…4 (და…5 (და…87304318 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…სასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საქონლის ადგილწარმოშობ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა