Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 4 (დანართი 1)

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 4 (დანართი 1). განაცხადთან დაკავშირებული საბუთები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.განაცხადი უნდა შეიცავდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს მკაფიო გამოსახულებას ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით. თუ სიმბოლო ბგერითია, მაშინ წარდგენილი ან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნეს აუდიოჩანაწერი და სანოტო ჩანაწერის ელექტრონული ვერსია.

2.თუ საქონლის ჩამონათვალი არ ეტევა ბლანკში მისთვის გამოყოფილ მე-9 გრაფაში (კოდი 511), იგი შეიძლება წარდგენილ იქნეს განაცხადის შეტანისას დანართის სახით. თუ საქონლის ჩამონათვალი წარდგენილია უცხო ენაზე, განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში საქონლის ჩამონათვალი წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზეც.

3.მინდობილობა წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შესახებ საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადის შეტანისას ან შეტანიდან 15  კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ საქპატენტში განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული წარადგენს მოთხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს.

4.განაცხადის საქპატენტში შეტანისას გადახდილი უნდა იქნეს: ა) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური. თუ განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ იქნა გადახდილი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში გადაიხდება განაცხადით გათვალისწინებული კლასების წარდგენისათვის დადგენილ თანხაზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ ერთი კლასის წარდგენისათვის საკმარისი თანხა, ექსპერტიზა ტარდება განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე, ხოლო ასეთი შერჩევის არარსებობის შემთხვევაში, პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური; ბ) საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნისთვის დადგენილი საფასური, თუ მოითხოვება ასეთი პრიორიტეტი. განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღიდან ერთი თვის ვადაში საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნისთვის დადგენილი საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, პრიორიტეტი დადგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.

5.კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს: ა) საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – პირველი განაცხადის მიმღები უწყების მიერ დამოწმებული განაცხადის ასლი; ბ) საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – ოფიციალური ან ოფიციალურად მიჩნეული გამოფენის ადმინისტრაციის ან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაცემული ცნობა გამოფენაზე ექსპონატის ჩვენების თარიღის მითითებით.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირველი განაცხადის დამოწმებული ასლის „DAS“-ის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტში წარადგინოს „DAS“-ის შესაბამისი კოდი და „DAS“-ში განთავსებული დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.

7.დასაშვებია საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ განმცხადებელი კანონით გათვალისწინებულ სამთვიან ვადაში შეიტანს თხოვნას საქპატენტში ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს. წინააღმდეგ შემთხვევაში განმცხადებელი კარგავს საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებას და პრიორიტეტი დადგინდება საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღით.

8.თუ განაცხადი შეტანილია კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე, კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

9.თუ განაცხადი შეტანილია გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე, მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-9​ ​quinquies მუხლის შესაბამისად, ეროვნული განაცხადის შეტანისას ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ისმოს მიერ დამოწმებული საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო რეგისტრაცია გაუქმებამდე ვრცელდებოდა საქართველოზე, და გადაიხადოს დადგენილი საფასური. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ნიშნის რეგისტრაცია არ ვრცელდებოდა საქართველოზე, პრიორიტეტი დადგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.

10.ამ მუხლის მე-3, მე-5-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული და სხვა დამატებითი საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს უცხო ენაზე. უცხო ენაზე წარდგენილი საბუთის სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საბუთის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თარგმანის წარდგენის ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვით, თუ  საქპატენტში წარდგენის დღიდან განმცხადებელი საქპატენტში შეიტანს თხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარდგენილი საბუთი მხედველობაში არ მიიღება. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 3 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 5 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2024 · №4

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11 (დანართი 1)

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13 (დანართი 1)მუხლი 15 (დანართი 1)მუხლი 18 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დიზაინის შესახებ

  • 11განაცხადი
  • 15განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 24განაცხადი
  • 33განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება
  • 74საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმღები უწყება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 9განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე
  • 12სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 17
  • 24

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 11განაცხადი და მისი განსახილველად წარდგენა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 8განაცხადის ექსპერტიზა
  • 7ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2433912111115172411 (დ…13 (დ…15 (დ…18 (დ…874 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…ცხოველთა და მცენარეთა …ინტეგრალური მიკროსქემი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2024 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026