„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 16 (დანართი 1). არსობრივი ექსპერტიზის შედეგები და მასთან დაკავშირებული მიმოწერა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლებით განსაზღვრული საფუძველი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციაზე განაცხადში მითითებული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, რის თაობაზეც  ეცნობება განმცხადებელს.

2.თუ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი განაცხადში მითითებული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განაცხადში მოცემული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, რის თაობაზეც  ეცნობება განმცხადებელს.

3.თუ არსებობს კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი განაცხადში მითითებული საქონლის ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციის შესახებ საქონლის ჩამონათვალის დარჩენილი ნაწილის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.

4.თუ კანონის მე-5 მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლების არსებობისას საქპატენტი მიიჩნევს, რომ დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნის ან/და დიზაინის განმცხადებელი ან მფლობელი ერთი და იგივე ან ერთმანეთთან სამართლებრივად დაკავშირებული პირია, განმცხადებელს აღნიშნულის შესახებ ეგზავნება წერილობითი შეტყობინება. შეტყობინების ჩაბარებიდან ორი თვის ვადაში პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქპატენტს გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება.

5.თუ არსებობს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის მოთხოვნის საფუძველი, ან საჭიროა განაცხადის მასალების დაზუსტება, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება. განმცხადებელი ვალდებულია მისთვის შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში, ხოლო განაცხადის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემთხვევაში 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს პასუხი საქპატენტში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ განმცხადებელი საქპატენტში წარადგენს წერილობით მოთხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ შესაბამის 2-თვიან ან 15-დღიან  ვადაში და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში საქპატენტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოიტანს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №5  - ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3535¹141215172022¹5 (და…15 (დ…18 (დ…23 (დ…871316 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშანზე განა…სასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს საპატენტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა