1.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 54 3 , 54 4 , 54 6 , 54 7 , 57-ე და 86-ე გრაფებით, აგრეთვე საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ მე-60 − 64 1 გრაფებითა და საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიერ 59-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.„ოქროს სიის“ მონაწილე პირის კუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ხორბლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული,

