საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო; დ ) იმ საგნის კონფისკაცია , რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი , უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი , საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო ; ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება; ე 1 ) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა; ე 2 ) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა; ვ) გამასწორებელი სამუშაოები; ვ 1 ) უცხოელის საქართველოდან გაძევება; ვ 2 ) უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; ვ 3 ) უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა; ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.

2.(ამოღებულია - 26.06.2025, №875) .

3.იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას – სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირის მიმართ ან იმ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მის მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღის მომდევნო დღიდან. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1816 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №640 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 27 ივლ. 2023 – 1 აგვ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 24

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  3. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  4. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    24-ე მუხლის პირველ ნაწილში სახდელის სახეებად ჩამოყალიბდა „გ“ სასყიდლით ჩამორთმევა და „დ“ კონფისკაცია, რომლებიც მოიცავს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანს.

  5. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2018

    24-ე მუხლის მე-3 ნაწილში იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა 86-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსაც მოიცავს, ხოლო სახდელი ვრცელდება სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების მქონე პირზეც.

  6. · გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  7. 24-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში „საქართველოს ეკონომიკური საზღვარი“ შეიცვალა „საქართველოს საბაჟო საზღვრით“.

  8. მე-3 პუნქტში მეცნიერებათა აკადემიის კომისიისთვის მიმართვის წესი შეიცვალა ნორმით, რომლის მიხედვითაც „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შემთხვევებში გადაწყვეტილებას იღებენ ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

  9. პირველ ნაწილში სახდელთა ჩამონათვალს დაემატა იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა (ე¹ ქვეპუნქტი), ხოლო ახალი მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამ სახდელის შინაარსს, ადრესატებს და ძალაში შესვლის მომენტს.

  10. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    24-ე მუხლის სახდელთა ჩამონათვალში აღარ არის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები — ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნის სასყიდლით ჩამორთმევა და კონფისკაცია.

  11. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  12. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

    24-ე მუხლში სახდელების ჩამონათვალს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი (სასყიდლით ჩამორთმევა) და „დ“ ქვეპუნქტი (კონფისკაცია) ეკონომიკური საზღვრის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ საგნებზეც.

  13. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006

    24-ე მუხლი დაიყო ორ ნაწილად: პირველში ჩამოთვლილია სახდელები (ა–ზ), სპეციალური უფლების ჩამორთმევა მოიცავს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას; მე-2 ნაწილში გაძევება ეხება საქართველოს ფარგლებს.

  14. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    24-ე მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტებში სასყიდლით ჩამორთმევისა და კონფისკაციის საგანს დაემატა საბაჟო წესების დარღვევის საგანი და საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება.

  15. 24-ე მუხლში ახლებურად ჩამოყალიბდა ბოლო ნაწილი: ამოღებულია სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ აქტებით სახდელების დაწესების წესები, ხოლო გაძევება საქართველოს რესპუბლიკის კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს.

  16. 24-ე მუხლში ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც მხოლოდ სსრ კავშირის აქტებით დგინდებოდა, გამონაკლის შემთხვევებში საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებითაც შეიძლება დაწესდეს; დაემატა ბრძანებულების მითითებაც.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
986925362976357²181034646024
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…შრომის უსაფრთხოების შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…პერსონალურ მონაცემთა დ…ადმინისტრაციული სახდელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა