საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 130. უბილეთო მგზავრობა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მგზავრების უბილეთო გაფრენა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.

2.მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა: ა) რეგიონული მიმოსვლის მატარებლით − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით; ბ) მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლით – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით; გ) საგარეუბნო საზღვაო ტრანსპორტის გემით, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით; დ) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის საზღვაო ტრანსპორტის გემით, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარი მინიმალური ოდენობით.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებით ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

4.მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა: ა) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით (ტროლეიბუსი, ტრამვაი), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტროპოლიტენი), საბაგირო გზით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.მგზავრი ვალდებულია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროტრანსპორტით, საბაგირო გზით ან ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით (მათ შორის, თავისი კუთვნილი პერსონიფიცირებული, უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობისთვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული გადახდის საშუალებით) გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.

2.ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება; ბ) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებით ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა: ა) ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით; ბ) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330 საქართველოს 2009 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1812- სსმ I, №30, 02.11.2009წ., მუხ.187 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6147 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4613 – ვებგვერდი, 05.06.2019წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6294 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №501 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 30

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
  3. · გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  4. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2017
  5. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2022
  6. · გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  7. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
  8. · გამოქვეყნდა 5 ნოე. 2021
  9. · გამოქვეყნდა 4 დეკ. 2019
  10. 130-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც მიწისზედა ელექტროტრანსპორტსა და საქალაქო რეგულარულ ავტოტრანსპორტზე უბილეთო გაფრენისთვის ითვალისწინებს 20 ლარის ჯარიმას, მგზავრის მოვალეობას ბილეთის შეძენის ან ელექტრონული გადახდის შესახებ და გადაუხდელი ჯარიმის ორმაგი ოდენობის საურავს.

  11. · გამოქვეყნდა 24 მაი. 2018
  12. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017
  13. · გამოქვეყნდა 7 მარ. 2016
  14. · გამოქვეყნდა 25 მაი. 2012
  15. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2011
  16. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
  17. · გამოქვეყნდა 4 მაი. 2010
  18. · გამოქვეყნდა 2 ნოე. 2009

    130-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა 15 ლარიდან 5 ლარამდე შემცირდა.

  19. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    130-ე მუხლში გამოიყო მე-3 და მე-4 ნაწილები (დაემატა მათი ნუმერაცია), ხოლო ქალაქის ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობის ჯარიმა 15 ლარით განისაზღვრა 50-ლარიანი საურავის შენიშვნით და ჩამოყალიბდა მე-5 ნაწილი ბავშვების უბილეთოდ წაყვანის შესახებ.

  20. 130-ე მუხლში უბილეთო გაფრენა, უბილეთო მგზავრობა და ბავშვების უბილეთოდ წაყვანა მანეთების ნაცვლად შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის წილადებითა და ჯერადებით ისჯება, ტრანსპორტის სახეობების მიხედვით ახლებურად დაჯგუფებული ქვეპუნქტებით.

  21. 130-ე მუხლში უბილეთო მგზავრობის ჯარიმები გადაიხედა და ხუთიდან ათ წლამდე ბავშვებისთვის ფიქსირებული ჯარიმები დაწესდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290209²210212214239240¹242243269127¹107112130
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა