1.კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება – შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები).
2.სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. კომანდიტური საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3.კომანდიტური საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საზოგადოების კაპიტალში წილები შეიძლება განაწილდეს მხოლოდ კომანდიტებს შორის, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.კომანდიტური საზოგადოების წესდების მიღების, მასში და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს). „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წესდებით ეს უფლება შესაძლებელია აგრეთვე მიენიჭოთ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდულ პარტნიორებს (კომანდიტებს).
5.თუ სრული პარტნიორი (კომპლემენტარი) გამოთქვამს საწარმოდან გასვლის სურვილს, საწარმოს მიმართ იხსნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საწარმოდან გადის ყველა შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი) ან საწარმოში შედის ახალი პარტნიორი, საწარმოს მიმართ ხორციელდება ამ კანონის 14 4 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის ღონისძიებები. ეს წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიაზე (კომანდიტურ საზოგადოებაზე). საინვესტიციო კომპანიის კრედიტორების წინაშე არსებული კომპლემენტარის ვალდებულება, რომელიც მისი წევრობის შეწყვეტამდე წარმოიშვა, მიუხედავად წევრობის შეწყვეტისა, ძალაში რჩება.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
როდის შეიძლება საზოგადოების პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმის ბოროტად გამოყენების საკითხი დადგეს 1994 წლის მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით?
დავა შეეხებოდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასა და თანხის დაბრუნებას საზოგადოებისაგან და მისი დამფუძნებელი ბანკისაგან. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ გარემოებებში ბანკისათვის საზოგადოების ვალდებულების დაკისრების საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესება, რომელიც ვალდებულების შესრულებას საფრთხეს უქმნის, შეიძლება იყოს გრძელვადიანი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი და არ შემოიფარგლება მხოლოდ გადახდისუუნარობით. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბანკის მიმართ მოთხოვნაზე უარი უცვლელად დარჩა სსსკ 410-ის საფუძველზე, ხოლო საზოგადოების მიმართ საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
შეუძლია თუ არა პარტნიორს საზოგადოების მიმართ მოითხოვოს დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურება?
დავა შეეხებოდა პარტნიორის მოთხოვნას დირექტორის საქმიანობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, მათ შორის მიუღებელი დივიდენდისა და წილის გაუფასურების გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პარტნიორს საზოგადოების მიმართ შეიძლება ჰქონდეს მოთხოვნა, როგორც კრედიტორს, ხოლო დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი საზოგადოებასთან მიმართებით განიხილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია დირექტორის საქმიანობის კეთილსინდისიერება და საზოგადოების მიერ პარტნიორისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული ფაქტები. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
რომელი კანონი არეგულირებს მოცემულ შემთხვევაში შპს-ის დირექტორის დანიშვნასა და გამოწვევას?
თ. მ-ე სადავოდ ხდიდა შპს-ის დირექტორად სხვა პირის დანიშვნას და მოითხოვდა დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დირექტორის დანიშვნის საკითხი მოცემულ შემთხვევაში მეწარმეთა შესახებ კანონით წესრიგდებოდა და უფლებამოსილმა პარტნიორმა თავისი უფლებები კანონის შესაბამისად განახორციელა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რომელი კანონმდებლობით შეაფასა სასამართლომ სააქციო საზოგადოების დირექტორის გამოწვევა 1994 წლის მეწარმეთა შესახებ კანონის მოქმედების პერიოდში?
ვ. კ-ი ითხოვდა სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის უკანონოდ ცნობასა და გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას. დავა ეხებოდა დირექტორის გამოწვევაზე მეწარმეთა შესახებ კანონისა და შრომის კანონმდებლობის გამოყენებას, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგსა და გათავისუფლების საფუძველს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა მეწარმეთა შესახებ კანონით რეგულირდებოდა, ხოლო მის გათავისუფლებას საფუძვლად საქმიანობის არადამაკმაყოფილებელი შეფასება ედო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
რა მნიშვნელობა აქვს ლიკვიდაციის რეგისტრაციასა და სხვა საზოგადოების დამოუკიდებელ იურიდიულ პირად რეგისტრაციას სამუშაოზე აღდგენის დავაში?
მოსარჩელე ითხოვდა სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რადგან მიიჩნევდა, რომ დამსაქმებლის ლიკვიდაციის ნაცვლად რეორგანიზაცია მოხდა. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და სხვა საზოგადოების დამოუკიდებელ იურიდიულ პირად რეგისტრაციის შესახებ. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ მისი გაგრძელება დამსაქმებლის უფლებაა და არა ვალდებულება. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
რა უნდა დაასაბუთოს სასამართლომ იჯარის ხელშეკრულების სკ 54-ის საფუძველზე ბათილად ცნობისას?
დავა შეეხებოდა წინარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ფართზე მესამე პირებთან დადებული იჯარის ხელშეკრულებების ბათილობასა და მათ ძალაში დატოვებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა საფუძვლით ეწინააღმდეგებოდა სადავო ხელშეკრულება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. ასევე არ განხილულა ბათილი გარიგების შედეგები და არ დასაბუთებულა შეგებებული სარჩელის ერთი ნაწილის უარყოფა. საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე პალატას დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება – შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები).2. სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. კომანდიტური საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.3. კომანდიტური საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საზოგადოების კაპიტალში წილები შეიძლება განაწილდეს მხოლოდ კომანდიტებს შორის, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.4. კომანდიტური საზოგადოების წესდების მიღების, მასში და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს). „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წესდებით ეს უფლება შესაძლებელია აგრეთვე მიენიჭოთ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდულ პარტნიორებს (კომანდიტებს).5. თუ სრული პარტნიორი (კომპლემენტარი) გამოთქვამს საწარმოდან გასვლის სურვილს, საწარმოს მიმართ იხსნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საწარმოდან გადის ყველა შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი) ან საწარმოში შედის ახალი პარტნიორი, საწარმოს მიმართ ხორციელდება ამ კანონის 14 4 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის ღონისძიებები. ეს წესი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიაზე (კომანდიტურ საზოგადოებაზე). საინვესტიციო კომპანიის კრედიტორების წინაშე არსებული კომპლემენტარის ვალდებულება, რომელიც მისი წევრობის შეწყვეტამდე წარმოიშვა, მიუხედავად წევრობის შეწყვეტისა, ძალაში რჩება.საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №69 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
15 ივლ. 2011 – 27 ივლ. 2011ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2011
· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008
34-ე მუხლი ახლა ხუთპუნქტიანია: აქვს ახალი განმარტება, სრული პარტნიორების სოლიდარული პასუხისმგებლობა, იურიდიული პირის პარტნიორობის დაშვება, წესდების ცვლილების უფლება მხოლოდ სრულ პარტნიორებზე და რეორგანიზაციის ღონისძიებები.