Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 23¹

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 23¹. საინვესტიციო ფონდები

რედაქცია №245 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აქტივების მართვაინსტიტუციური ინვესტიციასაინვესტიციო ანალიზიკერძო განთავსებასტრუქტურირებული პროდუქტებისაერთაშორისო ინვესტიცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.საინვესტიციო ფონდი არის საწარმო, რომელიც „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულია ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ან საინვესტიციო კომპანიის  სახით.

2.„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საინვესტიციო ფონდის მართვასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობა, აგრეთვე საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევა ფინანსურ მომსახურებად განიხილება.

3.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის  მიერ მიღებული მოგება და ზარალი განიხილება ერთობლივი საინვესტიციო ფონდის თითოეული ერთეულის მფლობელის მიერ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის გარეშე  მიღებულ მოგებად და ზარალად, მის მფლობელობაში არსებული ერთეულის (ერთეულების) ღირებულების პროპორციულად. ამ ნაწილის საფუძველზე ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელისთვის მიკუთვნებული ზარალი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ საინვესტიციო ფონდში განხორციელებული შენატანის ოდენობას და აქტივების მმართველი კომპანიისთვის გადახდილ ხარჯებსა და საკომისიოს.

4.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია თითოეულ ერთეულის მფლობელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით გაუხსნას საინვესტიციო ანგარიში და აწარმოოს ერთეულის მფლობელის მოგებისა და ზარალის აღრიცხვა.

5.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის მიერ ერთეულის რეალიზაციით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავალი მცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ეს ნამეტი შემოსავალი გათვალისწინებულია ამავე ერთეულის მფლობელის დასაბეგრ შემოსავალში ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.

6.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები დამოუკიდებლად ახორციელებენ საგადასახადო ანგარიშგებას. ერთობლივ საინვესტიციო ფონდსა და მის აქტივების მმართველ კომპანიას არ ეკისრებათ ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება.

7.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის მიერ ან მისი სახელით „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმიანობის განხორციელება ამ ერთეულის მფლობელისთვის არ წარმოშობს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

8.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში განაწილებული მოგება და ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები  მოგების გადასახადით არ იბეგრება.

9.საინვესტიციო კომპანიის მიერ ფიზიკური პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და შემოსავლების მიმღების ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

10.საინვესტიციო კომპანიის მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან.

11.საინვესტიციო კომპანიის მიერ მოგების განაწილება, თუ დივიდენდის მიმღები არარეზიდენტი ან ფიზიკური პირია, იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად: ა) 15%-იანი განაკვეთით, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) 5%-იანი განაკვეთით, თუ საინვესტიციო კომპანია ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, გარდა რეზიდენტი საწარმოსგან მიღებული მოგების განაწილების შემთხვევისა.

12.მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია საინვესტიციო კომპანიის მიერ არარეზიდენტისთვის ან ფიზიკური პირისთვის მოგების განაწილება, თუ შემოსავალი, რომლიდანაც ხორციელდება დივიდენდის გადახდა: ა) არ მიეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს; ბ) მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს; გ) მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს; დ) მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან ან საქართველოს საბანკო დაწესებულებაში განთავსებული დეპოზიტიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს.

13.არარეზიდენტის ან ფიზიკური პირის მიერ საინვესტიციო ფონდის ერთეულის მიწოდებით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება: ა) 15%-იანი განაკვეთით, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) 5%-იანი განაკვეთით, თუ საინვესტიციო ფონდი ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, გარდა საინვესტიციო ფონდის მიერ რეზიდენტი საწარმოს წილებში/აქციებში ინვესტიციის განხორციელების (წილის/აქციის ფლობის) შემთხვევისა.

14.საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან გათავისუფლებულია შემოსავალი, რომელიც მიღებულია: ა) საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით; ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით ან საინვესტიციო ფონდის ერთეულის გამოსყიდვით, თუ საინვესტიციო ფონდი ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში განთავსებულ დეპოზიტებში, საქართველოს მთავრობის ან/და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან/და რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზებით გამოშვებულ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში.

15.ამ მუხლის მე-12 ნაწილით მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისთვის ითვლება, რომ საინვესტიციო კომპანიის მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.

16.ამ მუხლის მე-2−მე-15  ნაწილების მიზნებისთვის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქოლგისებრი ფონდის თითოეული ქვეფონდი დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდად განიხილება.

17.ამ მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლების დამატებითი საფუძვლები განისაზღვრება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6815  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 24

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო საინვესტიციო კონტრაქტები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაპტიური დაზღვევა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრიჯ დაფინანსება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონვერტირებადი ვალდებულების სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №245

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 154მუხლი 97

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 7ერთობლივი საინვესტიციო ფონდი
  • 5საინვესტიციო ფონდების სახეები
  • 9საინვესტიციო ფონდის დაფუძნება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49¹ერთობლივი საინვესტიციო ფონდი
  • 49²საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი (ქვეფონდი)

ინოვაციების შესახებ

  • 7საინვესტიციო ფონდი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 3საინვესტიციო ფონდები და მათი სახეები
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი
  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 3ინვესტორის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49¹49²352⁴154973687759223¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს სამოქალაქო…ინოვაციების შესახებსაინვესტიციო ფონდების …ფინანსურ კონგლომერატში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026