1.საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის წვევამდელი, ფლობს სახელმწიფო და უცხო ენას, პიროვნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეძლებს, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.
2.საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველი წვევამდელი სამსახურს მიმართავს შესაბამისი განცხადებით.
3.განცხადება მიიღება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს წერილობით ეცნობება წვევამდელის სპეციალურ შესწავლაში აყვანისა და საკონტრაქტო სამსახურში შესაძლო ჩარიცხვის შესახებ.

