Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებმუხლი 6

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

მუხლი 6. აქტიური სარეზერვო სამსახურის საერთო პირობები

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 12.10.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: თავდაცვის კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითია.

2.აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთან (აქტიურ რეზერვისტთან) ფორმდება კონტრაქტი.

3.პირი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ირიცხება აქტიურ რეზერვში და ითვლება სამხედრო სამსახურში გაწვეულად. აქტიური რეზერვისტი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს სპეციალური მომზადება, გამოძახების შემთხვევაში გამოცხადდეს მითითებულ დროსა და ადგილას, შეასრულოს კონტრაქტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები.

4.აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირებს აღრიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა აღრიცხვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

5.პირი აქტიურ რეზერვში ირიცხება საკონტრაქტო სამსახურის რიგითის სამხედრო წოდებით (თუ არ აქვს სამხედრო წოდება) ან მინიჭებული სამხედრო წოდებით.

6.აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კატეგორიის პირთათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთა შერჩევის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ნორმატიული აქტით.

7.აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთა რაოდენობას, საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის  გეგმისა და თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8.აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც აქტიური რეზერვისტი ირიცხება. პირის გამოძახება შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

9.აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის უფლებები და მოვალეობები, კონტრაქტის ვადა, შრომის ანაზღაურების პირობები, აგრეთვე კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტისას პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონტრაქტით. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

10.აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს მისი წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო  გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში − შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას. აღნიშნული პირის შრომის ანაზღაურების ხარჯები ფინანსდება სამინისტროს ასიგნებებიდან. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ამ პუნქტით გათვალისწინებულ  შრომის ანაზღაურებაზე.

11.აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა ან საგანგებო მდგომარეობისა, აგრეთვე საგანგებო სიტუაციისა. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 21 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 21 ნოე. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №3

  • 1 ცვლილება · ბოლო 21 ნოე. 2018
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 8მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 90აქტიური რეზერვის პირობები
  • 107სოციალური და სხვა გარანტიები
  • 100სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახება

მობილიზაციის შესახებ

  • 18მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

პენიტენციური კოდექსი

  • 11პირის სამსახურში მიღება
  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი
  • 12პირის სამსახურში მიღების სპეციალური პირობები

პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ

  • 14 (დანართი 1)მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა უფლებამოსილება

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 18არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 105მოხელეთა რეზერვი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი

პროკურატურის შესახებ

  • 61კადრების სარეზერვო სისტემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1811³1810514 (დ…89619010710011145126
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის ძალების რეზე…თავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებპენიტენციური კოდექსიპროფესიული საჯარო მოხე…არასამხედრო ალტერნატიუ…