საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 75⁴⁷. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების საერთო წესი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიასალომე ოსეფაშვილი

1.დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრება ხდება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპის დაცვით. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბრალის ხარისხს.

2.სადისციპლინო კოლეგია, როგორც წესი, უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ ერთი, ძირითადი დისციპლინური სახდელი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ძირითადი დისციპლინური სახდელი ვერ უზრუნველყოფს დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მასთან ერთად გამოიყენოს ამ კანონის 75​ 3 მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი დისციპლინური სახდელი. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ დამოუკიდებლად.

3.თუ ადრე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული სახდელი გაქარწყლებული არ არის, როგორც წესი, მოსამართლეს ეკისრება უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი.

4.თუ კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვიდან 1 წლის ვადაში მოსამართლე ჩაიდენს იმავე სახის დისციპლინურ გადაცდომას, რომლისთვისაც დაეკისრა დისციპლინური ზემოქმედების აღნიშნული ღონისძიება, სადისციპლინო კოლეგია მსჯელობს მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 აგვ. 2010 – 1 მაი. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    75⁴⁷ მუხლის მე-4 პუნქტში იმავე სახის გადაცდომის განმეორების გამომწვევი ვადა კერძო სარეკომენდაციო ბარათიდან 6 თვიდან 1 წლამდე გაიზარდა.

  2. 75⁴⁷ მუხლის მე-2 პუნქტით, როგორც წესი, გამოიყენება ერთი ძირითადი სახდელი, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი მასთან ერთად დამატებითი სახდელი (75³ მუხლის 1² პუნქტი).

  3. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁴11²¹11¹⁹1975⁴⁶375³⁷75⁵⁰75³59¹4¹ (დ…71207775⁴⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს შინაგან სა…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსიპოლიციის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა