Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგადი განათლების შესახებმუხლი 48³

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 48³. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობები

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სტუდენტის უფლებებისაგანმანათლებლო ტრანზაქციებისასწავლო პროგრამასაგანმანათლებლო ტექნოლოგიებისკოლის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობებია: ა) საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება; გ) საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის, რექტორის და აკადემიური პერსონალის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება; დ) მოსწავლეებისათვის/სტუდენტებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; ე) მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა ქცევის შესახებ; ვ) კატასტროფის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) დროს მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვისა და ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა, აგრეთვე კატასტროფისათვის მზადყოფნის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში, მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ვ 1 ) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის (მათ შორის, ბულინგის) საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება; თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა; ი) დამოუკიდებლად ან საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე წესრიგისა და დისციპლინის დაცვა; კ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევის შესახებ სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა; ლ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა; ლ 1 ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირება; ლ 2 ) მოსწავლის განცალკევება ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; მ) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენის, იმ საგნის აღმოჩენის, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის აღმოჩენის მიზნით, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება მეტალოდეტექტორის გამოყენებით; ნ ) (ამოღებულია - 13.06.2018, №2523) ;

2.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას თანამშრომლობს სკოლასთან. ამასთანავე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური მიწვევის საფუძველზე ესწრება საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სხდომებს და გამოთქვამს მოსაზრებებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

3.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 08.01.2013წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №773 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2523 - ვებგვერდი, 29.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №88 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 ივლ. 2018 – 15 სექ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 48²შემდეგი მუხლი 48⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგანმანათლებლო ფრანჩაიზის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასკოლო ოლქის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განათლების სამართალისერვისის გვერდი
  • განათლების სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №118

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 43

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ზოგადი განათლების შესახებ

  • 48¹საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
  • 48⁴საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამართლებრივი დაცვა
  • 48⁶საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევები და წესი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 61სასამართლოს მანდატურის უფლება-მოვალეობანი

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 17დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით
  • 10მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 7მონიტორინგი

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 37აკადემიური პერსონალის უფლებები
  • 43სტუდენტის უფლებები

პროფესიული განათლების შესახებ

  • 31პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
  • 34პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი

განათლების შესახებ

  • 42აღსაზრდელთა და მოსწავლეთა (სტუდენტთა) ჯანმრთელობის დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31344348¹48⁴48⁶423743611710748³
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…საერთო სასამართლოების …ადრეული და სკოლამდელი …სქესობრივი თავისუფლები…უმაღლესი განათლების შე…პროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026