„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 38 (დანართი 1). ზედაპირული წყლ ებ ის, გამონაჟონისა და აირ ებ ის კონტროლი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამონაჟონის, ზედაპირული წყლების და აირების ემისიების მონიტორინგი ხორციელდება შემდეგი სიხშირით: ა) გამონაჟონის მოცულობა – ოპერირების ეტაპზე - თვეში ერთხელ, დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე 6 თვეში ერთხელ; ბ) გამონაჟონის შემადგენლობა – ოპერირების ეტაპზე – 3 თვეში ერთხელ, დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე 6 თვეში ერთხელ; გ) ზედაპირული წყლების მოცულობა და შემადგენლობა – ოპერირების ეტაპზე - 3 თვეში ერთხელ, დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე 6 თვეში ერთხელ; დ) აირების შესაძლო ემისია და ატმოსფერული წნევა (CH 4, CO 2, O 2, H 2 S, H 2 და სხვ.) - ოპერირების ეტაპზე – თვეში ერთხელ, დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე 6 თვეში ერთხელ.

2.თუ მონაცემთა შეფასებით დგინდება, რომ იმავე ეფექტის მიღწევა შესაძლებელია დიდი შუალედებითაც, სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს პირველი პუნქტისგან განსხვავებული სიხშირე. გამონაჟონისთვის გამტარიანობა ყოველთვის უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

3.გამონაჟონის მოცულობისა და შემადგენლობის მონიტორინგი ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც სავალდებულოა გამონაჟონის შეგროვება. გამონაჟონის ნიმუშების აღების სიხშირე დამოკიდებულია ნაგავსაყრელის მორფოლოგიაზე და განისაზღვრება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. გამონაჟონისა და ზედაპირული წყლებიდან ნიმუშების აღება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილიდან. გამონაჟონის ნიმუშების აღება და რაოდენობისა და შემადგენლობის შემოწმება უნდა განხორციელდეს ცალ-ცალკე ყველა იმ უბანზე, სადაც გამონაჟონის მართვა ხდება დამოუკიდებლად. ყველა ნიმუში უნდა შეგროვდეს ISO 5667-2-ის (1991) ნიმუშების აღების მეთოდოლოგიის ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

4.ზედაპირული წყლების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სულ მცირე ორ ადგილზე, ნაგავსაყრელიდან დინების ზედა და ქვედა მიმართულებით. ზედაპირული წყლების მოცულობისა და შემადგენლობის მონიტორინგი შესაძლოა არ იყოს სავალდებულო, თუ კონკრეტული წყლის ობიექტი არ განიცდის მნიშვნელოვან ზემოქმედებას ნაგავსაყრელის მხრიდან.

5.აირის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ნაგავსაყრელის ყველა იმ სექციაში ან/და უჯრედში, სადაც აირები წარმოიქმნება. აღნიშნული გაზომვები ძირითადად დაკავშირებულია ნარჩენებში ორგანული კომპონენტების შემცველობასთან.   ოპერირების ეტაპზე მონიტორინგი CH 4 , CO 2 , O 2 -ზე ხორციელდება რეგულარულად, სხვა აირების – განთავსებული ნარჩენების შემცველობის და ჟონვადობის თვისებებზე მისი ზემოქმედების მიხედვით. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2482²51²8439 (დ…11 (დ…37 (დ…392432163938 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…სამრეწველო ემისიების შ…წყლის რესურსების მართვ…გარემოს დაცვის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა