Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 47

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 47. რადიოსიხშირული სპექტრი

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ტელეკომუნიკაციებითვითმფრინავის რეგისტრაციატელეკომუნიკაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია საქართველოს საკუთრებაა. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სფეროში გამოყენებული რადიოსიხშირული სპექტრი არ ექვემდებარება კერძო საკუთრებასა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემას და პრივატიზებას. რადიოსიხშირულ სპექტრს და გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს კუთვნილი საკომუნიკაციო თანამგზავრის პოზიციას იცავს სახელმწიფო.

2.საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციის გამოყენებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით განსაზღვრავს რადიოსიხშირეებს, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად.

3.საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.

4.რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას არეგულირებს კომისია.

5.რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით.

6.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის ან კონკურსის წესით, ან ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებით.

7.ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონის 52 1 მუხლით გათვალისწინებული კონკურსის წესით. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 201 4 წლის 20 თებერვლის კანონი №2039 - ვებგვერდი, 27.02.2014წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1929 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 1 მარ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მარ. 2018· გამოქვეყნდა 11 იან. 2018
  2. 27 თებ. 2014

    მე-6 პუნქტში სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების წესს აუქციონთან ერთად დაემატა კონკურსი, ხოლო ახალი მე-7 პუნქტი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელისთვის 52¹ მუხლით გათვალისწინებულ კონკურსს ადგენს.

  3. 18 იან. 2006

    47-ე მუხლში მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით განსაზღვრავს საჯარო ფუნქციების რადიოსიხშირეებს, კომისია ადგენს ეროვნულ გეგმას, ხოლო სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიით აუქციონის წესით; დაემატა საჰაერო სამსახურების ნორმა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 46¹შემდეგი მუხლი 47¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თანამგზავრული კომუნიკაციებისერვისის გვერდი
  • რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიასერვისის გვერდი
  • საჰაერო ხომალდის რეგისტრაციასერვისის გვერდი
  • სიხშირული სპექტრის ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №50

  • 3 ცვლილება · ბოლო 11 იან. 2018
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 52¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 51რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა
  • 51¹ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა
  • 50ლიცენზიის მიღების საფუძველი

მაუწყებლობის შესახებ

  • 17საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელემაუწყებლობა და რადიოსიხშირეები
  • 75რადიოსიხშირეებით სარგებლობა
  • 12კომისიის ბიუჯეტი. სალიცენზიო გადასახდელი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური. ყოველწლიური რეგულირების საფასური

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 10საქართველოს საჰაერო სივრცე და საჰაერო სივრცით სარგებლობა
  • 17საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობა

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 5რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები
  • 12საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 8რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს კომპეტენცია

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

  • 5საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52¹5151¹5051775121017512847
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს საჰაერო კო…რადიოაქტიური ნარჩენები…რადიაციული დაცვის, ბირ…გეოდეზიური და კარტოგრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026