საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 17. საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფოებრივი ინტერესების (მათ შორის, თავდაცვისუნარიანობის) გათვალისწინებით, საჰაერო მოძრაობისა და საჰაერო სივრცის ორგანიზების ხელშეწყობისთვის გამოიყენება საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფცია, რომელიც არის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ შემუშავებული, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი საჰაერო სივრცის მართვის კონცეფცია.

2.საჰაერო სივრცის ორგანიზება ხდება სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ საჰაერო სივრცის ერთობლივი, სამოქალაქო-სამხედრო კომიტეტის და საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფის შექმნით და სტრატეგიულ, პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე მათი მჭიდრო კოორდინაციით.

3.საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესს შეიმუშავებენ საქართველოსთავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფოებრივი ინტერესების (მათ შორის, თავდაცვისუნარიანობის) გათვალისწინებით, საჰაერო მოძრაობისა და საჰაერო სივრცის ორგანიზების ხელშეწყობისთვის გამოიყენება საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფცია, რომელიც არის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ შემუშავებული, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი საჰაერო სივრცის მართვის კონცეფცია. 2. საჰაერო სივრცის ორგანიზება ხდება სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ საჰაერო სივრცის ერთობლივი, სამოქალაქო-სამხედრო კომიტეტის და საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფის შექმნით და სტრატეგიულ, პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე მათი მჭიდრო კოორდინაციით. 3. საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესს შეიმუშავებენ საქართველოსთავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის  კანონი  №1818  - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 27 ივნ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 ივნ. 2018 – 1 იან. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    მე-17 მუხლში სააერნაოსნო გადასახდელისა და მისგან გათავისუფლების ნორმები ჩანაცვლდა საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფციით (1-ლი პუნქტი), სივრცის ორგანიზების ორგანოებით (მე-2 პუნქტი) და წესის დამტკიცების მექანიზმით (მე-3 პუნქტი).

  2. პირველ პუნქტში გადასახდელის დადგენა კანონმდებლობით შეიცვალა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მეთოდოლოგიით. მე-2 პუნქტში გათავისუფლების საფუძვლები ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა „გ“ ქვეპუნქტი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათავისუფლებულ ხომალდზე/ფრენაზე.

  3. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    მე-17 მუხლის პირველ პუნქტში გადასახდელის ოდენობა კანონმდებლობით დგინდება და არა პარლამენტის მიერ მტკიცდება. მე-2 პუნქტში გათავისუფლება ეხება გადასახდელის გადახდას, ა) ქვეპუნქტში მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ავიაცია, ბ) ქვეპუნქტის ფრაზა კი გადალაგებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8135111¹471715¹1041611817
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…გეოდეზიური და კარტოგრა…საზღვაო-სამაშველო სამს…საქართველოს ადმინისტრა…ტრანსპორტის სფეროს მარ…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა