Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაზღვევის შესახებმუხლი 10

დაზღვევის შესახებ

მუხლი 10. დაზღვეული

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:ღონისძიების პასუხისმგებლობაქონების რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.დაზღვეული არის პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყო დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.კანონმდებლობა სავალდებულო დაზღვევის შესახებ შეიძლება დამზღვევს ავალდებულებდეს მესამე პირის დაზღვევის განხორციელებას. ნებაყოფლობითი დაზღვევისას დამზღვევს შეუძლია დაზღვევის ხელშეკრულებაში განსაზღვროს მესამე პირი, როგორც დაზღვეული; ამ შემთხვევაში დაზღვევის ობიექტი არის დაზღვეულის პიროვნება და მასთან დაკავშირებული ინტერესები (პირადი დაზღვევა) ან დაზღვეულის ქონება და მასთან დაკავშირებული ინტერესები (ქონების დაზღვევა).

3.ქონების დაზღვევისას დაზღვეულს, რომელიც არ არის დამზღვევი, უნდა ჰქონდეს ამ ქონების შენარჩუნების ინტერესი.

4.სავალდებულო დაზღვევისას მესამე პირის თანხმობა იმ ხელშეკრულების დადებისთვის, რომელშიც იგი იქნება განსაზღვრული, როგორც დაზღვეული, არ არის საჭირო. ნებაყოფლობითი დაზღვევისას ამ პირის უარი აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე გამოიწვევს მისი დადების შეუძლებლობას, ხოლო თუ ხელშეკრულება უკვე იყო დადებული – მის შეცვლას ან შეწყვეტას.

5.ქონების დაზღვევისას დამზღვევი ვალდებულია შეატყობინოს მესამე პირს თავისი განზრახვა, დააზღვიოს მისი ქონება ან მასთან დაკავშირებული ინტერესები დაზღვევის ობიექტების ზუსტი განსაზღვრით.

6.თუ დამზღვევი ვალდებულია დააზღვიოს მესამე პირი, ამ უკანასკნელს შეუძლია მოსთხოვოს დამზღვევს მისი მოვალეობის შესრულების ანგარიში, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში–დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დამზღვევმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება ან არასათანადოდ შეასრულა იგი მესამე პირის დაზღვევის საკითხში, ამ უკანასკნელს უფლება აქვს გამოიყენოს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები.

7.დაზღვეული არასრულწლოვანი მოქალაქის უფლებების რეალიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.დაზღვეულის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადება არ ათავისუფლებს დამზღვევს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

9.მესამე პირის დაზღვევა ხორციელდება დამზღვევის ხარჯით. იმ დაზღვეულის, რომელიც არ არის დამზღვევი, აგრეთვე დამზღვევის ის ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, განისაზღვრება დაზღვევის ხელშეკრულებით. დამზღვევი ვალდებულია შეატყობინოს დაზღვეულს დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესახებ.

10.თუ დაზღვეული უარს იტყვის სადაზღვევო ანაზღაურების მიღებაზე, რომელიც მას ეკუთვნის დაზღვევის ხელშეკრულებით, სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლება გადადის დამზღვევზე.

11.დაზღვეულის გარდაცვალებისას, თუ იგი არ არის დამზღვევი, დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება, თუ კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული დაზღვეულის შეცვლა.

12.თუ დაზღვეულის გარდაცვალება იქნება ის სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც გათვალისწინებულია დაზღვევის ხელშეკრულებით, ხელშეკრულება წყდება მისი შესრულების შემდეგ.

13.დაზღვეულის გარდაცვალებისას, რომელიც არ არის დამზღვევი და რომლის სასარგებლოდაც დადებულია ქონების დაზღვევის ხელშეკრულება, დაზღვეულის უფლებები და მოვალეობები იმ ქონებრივ უფლებაზე, რომელიც არის დაზღვევის ხელშეკრულების ობიექტი, დამზღვევის თანხმობით გადადის გარდაცვლილი დაზღვეულის მემკვიდრეზე, თუ კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

14.თუ დამზღვევი არ არის თანახმა გარდაცვლილი დაზღვეულის შეცვლაზე, ან თუ მემკვიდრეები არ არიან თანახმა მიიღონ გარდაცვლილი დაზღვეულის უფლებები და მოვალეობები, ხელშეკრულება შეწყდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მაი. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 9⁴შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკუთრების უფლების (ტიტულის) დაზღვევის მოთხოვნები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ღონისძიების დაზღვევა და პასუხისმგებლობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №37

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაზღვევის შესახებ

  • 8დამზღვევი
  • 2კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები
  • 5დაზღვევის ფორმები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 838დამზღვევის უფლებები
  • 799ცნება
  • 843პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას

საზღვაო კოდექსი

  • 235
  • 239
  • 256

სამედიცინო დაზღვევის შესახებ

  • 5სამედიცინო დაზღვევის სუბიექტები
  • 8დამზღვევის უფლებები
  • 10მზღვეველის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
581061182523523925683879984310
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისამედიცინო დაზღვევის შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026